ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრების გახარებას აგრძელებს. ქართველმა გარემარბმა "ვერონას" წინააღმდეგ (5:2) თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნეაპოლურმა პუბლიკამ "კვარა" უკვე შეიყვარა. გთავაზობთ "ნაპოლის" გულშემატკივრების კომენტარებს:
"საუკეთესო ბიჭი, ასე გააგრძელე"
"დიდებული ხარ, ძალიან გაგვახარე"
"მაგიური 77"
"მაინც ვაგრძელებთ პიცის ცხობას ნეაპოლში? დღეიდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა"
"კვარადონა!"
"ასე გააგრძელე, ჩვენ შენს გვერდით ვართ"
"ამ ბიჭის შესახებ 2 წელზე მეტია ვსაუბრობ, ახლა კი გოლების გატანა ჩემი გუნდისთვის დაიწყო"
"საოცარი დებიუტი, მადლობა "კვარა"!
"დიდებული ტალანტი და დიდებული თამაშის შეგრძნება, "კვარამარადონა"
"ყოჩაღ დე ლაურენტისს, "კვარას"
სახით იდეალური შევსება მივიღეთ"
შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ მატჩს 21 აგვისტოს, "მონცას" წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.
"დამშვიდდით, ახლა "ნაპოლიზე" მე ვიზრუნებ" - ცნობილი იტალიური გამოცემა კვარას თამაშს ეხმაურება
ხვიჩა დონჩიჩ ან ლუკა კვარაცხელია :)