კვარაცხელიას კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ და ინდივიდუალისტობას უწუნებენ

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან საუბარში "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა.

მიუხედავად გატანილი გოლისა და შედეგიანი გადაცემისა, ფედელემ ჩვენებური მაინც გააკრიტიკა:

"კვარაცხელია ძალიან მაგარი იყო ვერონაში? ბიჭს აშკარად აქვს ტალანტი, თუმცა ის ძალიან ინდივიდუალისტია. მე მას ახლა 6 ქულას დავუწერ და იმ შემთხვევაში, თუ ის გოლს ვერ გაიტანდა, ჩემი შეფასება 5 ქულიანი იქნებოდა.

მან დააგვიანა მოქმედება, როდესაც ვერონას ფეხბურთელმა დავიდე ფარაონიმ საგოლე გადაცემა გააკეთა და ამის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება", - ამბობს ფედელე.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ექსპერტ! 1 ქულასაც არ იმსახურებს შენი ექსპერტიზა.
ქ. გ.
20 აგვისტო 2022 13:46
3
შეცდომით დამეჭირა "დაწუნებაზე". უკაცრავად, ბატონო ვარძიელო.
ბესო შიოშვილი
20 აგვისტო 2022 23:14
0
ჰოდა ძმაო ჩემო, წადი და უკეთესად შენ ითამაშე. არ წაიღეს ტვინი ამ ძალით ექსპერტებმა და ....
ირაკლი ვარძიელი
20 აგვისტო 2022 13:30
6
ვფიქრობ, თავად ხვიჩასთვის ეხლა კრიტიკა და თამაშის გაუმჯობესებისთვის მოტივირება მაინც უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხოტბის შესხმა და ქებით ცაში აყვანა. ეს ყმაწვილი, პირველ რიგში, პროფესიონალია - რაც, მადლობა ღმერთს, არა ერთხელ დაადასტურა. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც უნდა დაისახოს მიზნად ამ სპეციალისტის მიერ გამოთქმული შენივნების გათვალისწინება. ჩვენ კი, მისმა გულშემატკივრებმა, ასეთი კრიტიკა მშვიდად უნდა მივიღოთ. ფაქტი ერთია - ხვიჩას დებიუტი წარმატებული იყო და მომავალში მისგან მეტს უნდა ველოდოთ.
სიმართლის მოყვარული
20 აგვისტო 2022 13:11
0
მართლაც პროფესიონალია და არც შექება იმოქმედებს ცუდად დარწმუნებული ვარ, ბევრი ცაში აყვანის და მერე მიწაზე დანარცხების მომენტი ჰქონია უკვე ასეთ პატარა ასაკში და გაუძლია ყველაფრისთვის.
კრიტიკას რაც შეეხება , სამართლიანი და ადეკვატური უნდა იყოს, გოლს და ასისტს რომ დადებს და ბოლომდე მონდომებით თამაშობს მაშინაც თუ უნდა გააკრიტიკო და ცუდად რომ ითამაშებს მაშინაც, ესე იგი ჩასაფრებული ხარ.
როცა კარგად თამაშობს რატომ არ უნდა შევაქოთ ვერ ვხვდები. დაუნახაობა გამოდის ყველა სიტუაციაში კრიტიკა.
ამ ყველაფერს ყურადღებას რომ აქცევდეს, მოტივაცია იმით უფრო დაუვარდებოდა, კარგ და ცუდი თამაშის დროს, ყველა შემთხვევაში რომ ვაკრიტიკებდეთ.
ბოლოსდაბოლოს მტრები ხომ არ ვართ მისი
!!
20 აგვისტო 2022 13:47
0
მგონი რაც გადმოვიდა ყველა თამაშში გაიტანა და მაინც კბენენ, ერთში რომ ვერ გაიტანოს მერე ნახეთ რაც მოხდება:დ
ეს ასეა ყოველთვის, და სულ ისეთი ხალხის მიმართ, ვინც მაგარია და ვისაც მეტს თხოვენ. მესი და რონალდო ილანძღებიან უგოლო თამაშის შემდეგ და უნდა მივეჩვიოთ ამას ხვიჩას შემთხვევაშიც. ხვიჩა უკვე კარგა ხანია მიჩვეულია, არცერთი სხვა ქართველი სპორტსმენისგან არ გამიგია ის რაც ხვიჩამ თქვა, ყველას აქვს უფლევა ყველაფერი თქვას და პრობლემას ვერ ვხედავო. ყველა ერთმანეთს ექიშპება და ყველა ჩხუბობს. სულ სხვა მენტალიტეტი აქვს ამ ბიჭს, საქმეებს კი არ გაურჩევს კრიტიკოსებს და აგრესიულად კი არ შეეპასუხება, თავისი საქმით დაამტკიცებს ყველაფერს, ჩუმად და ზედმეტი ნიშნის მოგებების გარეშე.
მაგიტომაც ვაფასებ ყველა სხა ქართველ სპორტსმენზე მეტად და ვუსურვებ ასეთი დარჩეს სულ. ეს ნერვების თამაში სულ ექნება და სულ უნდა მოითმინოს. რას ვიზამთ, ასეთია რჩეულების ხვედრი.
Skeleton
20 აგვისტო 2022 12:41
0
შე ვითომ ექსპერტო კვარამ რა დააგვიანა კვარამ კიარა მარიო რუი უნდა ყოფილიყო მაგ ადგილას და არ უნდა მიეცა ჩაწოდების საშუალება,,კვარა იყო დამზღვევი მაგ ეპიზოდში,,რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა მიესწრო და ვეგარ ჩაეწოდებინა მაგრამ კვარას ბრალი ნაგდად არ იყო არაფერი,,სადაც ვიგაცა შეცდომას დაუშვებს კვარამ კიარ უნდა აზღვიოს ყველა,,კვარა იყიდეს შესატევად გოლების გასატანად და შესაქმნელად რაც იდეალურად გააკეთა პირველივე თამაშში ასე რომ მოკეტე იტალიელო სანაია,,ნეაპოლელებს ბევრი გყავთ ნანახი პირველივე თამაშში ეგრე რო ეთამაშოს როგორც კვარაას??თან ვერონასთან კვარამ ალბათ 40-50% აჩვენა იმისი რაც შეუძლია და აწი ნახავთ რა ბრილიანტი ჩაიგდეთ ხელში კაპიკებად
გელა
20 აგვისტო 2022 11:56
5
პირველ რიგში 21 წლისაა დაიხვეწება მიეჩვევა მაღალ ტემპს არ დააგვიანებს. მეორეს რაც შეეხება ინდივიდების გამო მოწონთ პატარებს ფეხბურთი რონალდინიო რონალდო მესი ზიდანი ნეიმარი აბ ძიუბას მტერმა უყურა :)00
beqa
20 აგვისტო 2022 11:47
2
გოლის გატანა თურმე ერთ ქულას უმატებს, მაგარი ექსპერტია.
არაკონსტრუქციული კრიტიკის ნიმუში.
ქიტესა
20 აგვისტო 2022 11:32
1
ახლა უკვე ოოო! - ბარემ 10000 ევროდ კარში ჩადგომაც მოთხოვეთ!
ჩვენი ძმა! - შენ სანაიას იტალიელი ნათესავი ხარ ალბათ?
პლეხანოვზე გაზრდილი
20 აგვისტო 2022 11:30
2
ნაპოლის სავარაუდო შემადგ: ჯერ: 4-2-3-1 მერეტი:- დილორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა:- ლობოტკა, ანგისა(ზიელინსკი), რასპადორი: ლოზანო, კვარა:- ოსიმენი(სიმეონე). 4-3-3 მერეტი:-დილორენცო,რაჰმანი, კიმი, ოლივერა(მ.რუი):- ლობოტკა, ნდომბელე, ანგისა(ზიელენსკი): ლოზანო, რასპადორი:- ოსიმენი(სიმეონე) იმედია სპალეტი რასპადორის 4-2-3-1 წყობაში განიხილავს, აქ კი რასპადორი ტიპიურ 10 ნომერად ანუ გამთამაშებლად მოგვევლინება და იმედია არ იზამს 4-3-3 და კვარას ზამენაზე და რასპადორის მარცხენა თავდამსხმელად არ გაამწესებს. კვარა მარცხ: ვინგერზე გაცილებით პროდუქტიულია რასპადორს არ აქვს სტარტიდან ისეთი სისწრაფე როგორიც კვარას რაც საჭიროა ამ პოზიციისთვის "დრიბლინგებიც" ის ისე უნარიანი არ არის როგორც კვარა მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ამ ეტაპზე რასპა ოდნავ უკეთესია. არ ვიცი შეიძლება იქაც მოსინჯოს და იქაც სპალეტიმ რასპადორი მაგრამ ხვიჩა უკვე სერიოზულ კონკურენციაშია პირველ რიგში მის თავს უნდა დაუმტკიცოს რომ ძირითადშია მისი ადგილი და არა ვინმე სხვისი. 35 მილიონს რასპადორში ვფიქრობ ზამენისთვის არ გადაიხდიან. აქ არჩევანი სპალეტის ძირითადისთვის ზიელენსკისა და კვარას შორის მოუწევს თუ ზიელენსკის აყენებს ათ ნომერზე მაშინ რასპადორი მარცხ: თავდამსხმელად მოგვევლინება ხვიჩა კი ზამენაზე რაც ნამდვილად არ გვინდა. და თუ რასპადორი განათავსა გამთამაშებლად ზელენსკი იქნება ზამენაზე და კვარა თავის მარცხენა შემტევის პოზიციაზე. ბევრი ვარიაციაა მაგრამ მწვრთნელი მაინც ფეხბურთელის წინა თამაშეშბში ნაჩვენები რეზულტატის მიხედვით აყენებს ძირითადში და არც სპალეტია გამონაკლისი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ კვარამ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს და პირიქით შეტევაში სიმწვავე უნდა გაზარდოს თორემ დიდი კონკურენციაა და ძალიან მარტივად შეიძლება გადასვას სკამზე სპალეტიმ. გულით მინდა და მთელ საქართველოს ჩვენმა ჯილამ სრულიად იტალია და არამორტო გააოცოს და მისგან კუმირი შეიქმნას ნეაპოლში მას ამისთვის ყველაფერი აქვს დანარჩენი მის თავდაუზოგავ შრომასა და მარიფათზეა დამოკიდებული.
Charley
20 აგვისტო 2022 13:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული