ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სტადიონზე დებიუტი დუბლით აღნიშნა. მან ანგარიში 35-ე წუთზე შორიდან ულამაზესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი მეტოქეს კომპენსირებულ დროში ოსიმენმა გაუტანა, 62-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოში მცველები გააბითურა, დუბლი შეასრულა და 70-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასასრულს კორეელმა მცველმა კიმ მინმა თავურით დალაშქრა დი გრეგორიოს კარი და "ნაპოლიმ" კვლავ დამაჯერებლად იმარჯვა.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ
ორი გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიში 9:2) და 28 აგვისტოს ფლორენციაში „ფიორენტინას“ შეხვდება.
ნაპოლი - მონცა 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (35), 2:0 ოსიმენი (45+2), 3:0 კვარაცხელია (62), 4:0 კიმ მინი (90+3)