ხვიჩა ბრდღვნის და ბრწყინავს - "მონცას" ფანტასტიკური გოლები გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მონცა“ 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სტადიონზე დებიუტი დუბლით აღნიშნა. მან ანგარიში 35-ე წუთზე შორიდან ულამაზესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი მეტოქეს კომპენსირებულ დროში ოსიმენმა გაუტანა, 62-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოში მცველები გააბითურა, დუბლი შეასრულა და 70-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასასრულს კორეელმა მცველმა კიმ მინმა თავურით დალაშქრა დი გრეგორიოს კარი და "ნაპოლიმ" კვლავ დამაჯერებლად იმარჯვა.

კვარაცხელიამ პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ
ორი გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიში 9:2) და 28 აგვისტოს ფლორენციაში „ფიორენტინას“ შეხვდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (35), 2:0 ოსიმენი (45+2), 3:0 კვარაცხელია (62), 4:0 კიმ მინი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 52 /
უმეტესობას ჯერ ბოლომდე არ ესმის რა მოხდა.
მსოფლიო ფეხბურთს ახალი სუპერვარსკვლავი ჰყავს.
ქ. გ.
13:36 22-08-2022
1
კარგი ვიდეო (სხვა კუთხიდან გადაღებულო პირველი გოლი)
https://www.youtube.com/watch?v=nG8F5Gsbhno
ქ. გ.
13:29 22-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული