მამარდაშვილის "ვალენსია" "ბილბაოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პირისპირ გასულ ბერენგერს გატანა გიორგი მამარდაშვილმა არ დაანება. სტუმრები უმეტესწილად თავს იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და კარგი მომენტი კასტილეხომ ვერ გამოიყენა. 43-ე წუთზე ბერენგერმა ბასკური გუნდი დააწინაურა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგის ბურთის მოგერიება შეეძლო. შემდეგ ბერენგერმა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, ბოლოს ინიაკის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი „ატლეტიკმა“ 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, „ვალენსიამ“ მარცხი იწვნია და 30 აგვისტოს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ბილბაო. „სან
მამესი“

ბილბაო - ვალენსია 1:0
გოლი: ბერენგერი (43)

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ უნდა გაეშვა რა არც ახლო მანძილი იყო, არ ვიცი რა დაემართა.
რრრ
11:36 22-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული