"ეს გამოცხადებაა - ნეაპოლის ცისფერ ცაზე ქართველის ვარსკვლავი დაიბადა" - "ნაპოლის" საიტი

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "მონცა" 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ქართველის თამაში კლუბის საიტმა ასე შეაფასა:

"მარადონას სტადიონზე "ნათლობაზე" ნეაპოლის ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა. მას ძნელად წარმოსათქმელი გვარი და უსაზღვრო ნიჭი აქვს. ქართველი თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში იდუმალებით მოცული მზერით ანათებს სცენას და ბურთის სუფთა აბრეშუმის ალერსით გააქვს გოლი. შემდეგ კუპიდონის (სიყვარულის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში) ისარივით იჭრება ნეაპოლელთა გულებში.

მესამე ისევ კვარამ გაიტანა - ყინულის თვალების მქონე ოქროს ბიჭმა და კრისტალურმა ტალანტმა. უწოდეთ მას ქართველი ან
უბრალოდ გამოცხადება. ეს "მარადონაზე" ხვიჩა კვარაცხელიას დიდების პირველი საღამოა. ისტორია უკვე კალმით იწერება. ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა..."

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყოჩაღ ხვიჩა.. Yოჩაღ... ძალიან მაგარი ქართველი ხარ... ამდენ ადამიანს გვახარებ... ყოველდღიური მოსაწყენი ცხოვრებიდან გვიხალესებ სიცოცხლეს. დიდი მადლობა. არ მოდუნდე გთხოვ, მეტი და მეტი... აბა შEნ იცი. არ დაიღალო, გააგებინე ყველას კიდევ ერთხელ რომ საქართველო ტალანტების ქვეყანა ვართ და არ ვართ "რუსეთტან ახლოს მდებარე გაურკვეველი ქვეყანა"... გმირი ხარ ცოცხალი და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის.
lasha giorgi
01:59 22-08-2022
0
ხვიჩა მაგარი ხარ!! შენ შეგიძლია დააბრუნოს ფეხბურთის სიყვარული და შეგიძლია გამოაღვიძა საქართველოში ფეხბურთი!! აბა შენ იცი წარმატებები
რომა
04:46 22-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული