სპალეტი: კვარა უზარმაზარ წნეხს განიცდის - კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს

AutoSharing Option
"მონცასთან" სერია A-ს მეორე ტურში მოგებულ მატჩში (4:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და ფეხბურთელებმა ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი დი ლორენცომ დუბლის ავტორის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს:

"ხვიჩას აქვს ხარისხი, ის შესანიშნავი პროფესიონალი და კარგი ბიჭია. მეტოქესთან ერთი ერთზე თამაშის განსაკუთრებული მანერა აქვს. იცის კარი სად არის, შეუძლია მარჯვენათიც დაარტყას და მარცხენათიც.

ჯერ კიდევ გრძნობს ამ ახალ კლუბში უზარმაზარ წნეხს. უნდა განიტვირთოს. პირველ 10 წუთში მოჩანდა, რომ პრობლემები ჰქონდა. იცის, რომ საჭიროა მომთხოვნი პუბლიკის გართობა. "ნაპოლის" გულშემატკივრები ასეთები არიან. ეს გოლები
მღელვარების ნაწილობრივ მოხსნაში დაეხმარება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

სპალეტიმ კლუბის საიტთან განაცხადა, რომ ქართველი ტალანტია, ძალიან ემოციურია და როგორც კი იტალიურ ფეხბურთს შეეჩვევა, გაცილებით უკეთ ითამაშებს.

ოსიმენი: "კვარა შესანიშნავია, ნიჭიერია, მოედანზე ჩვენი ურთიერთმოქმედება უმჯობესდება და ერთად შეგვიძლია ჩვენს გუნდში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ".

დი ლორენცო: "კვარა დიდი ტალანტია და გვიხარია, რომ ჩვენთანაა. გუნდში კიდევ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები და გვინდა მატჩიდან მატჩამდე ჩვენი ფასეულობა დავამტკიცოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
პასი უნდა მიცენ ხშირად, ორივე გოლი უდიდესი მინდომებით გაიტანა.
გელარი
06:10 22-08-2022
0
მეტი რა ქნას კვარამ, დაგელოდათ და რომ.ვერაფერი ქენით გაიტანა. ორი გოლი შეაგდო და წნეხს.რომ მოიხსნის მერე რაღა იქნება
ივან
08:13 22-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული