სერია A-ს მეორე ტურში "კრემონეზე" გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის განაცხადშია ახალწვეული ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც იტალიაში პირველად ითამაშებს.
სამწუხაროდ დამარცხდა კრემონეზე 0-1 და ვერ ვიტყოდი რომ დამარცხებას იმსახურებდნენ.პირველ თამაშში ბოლო წამზე,მეკარე ბურთიანად შევიდა კარში და ამიტომ წააგეს,დღეს კი,კუთხურიდან გაუშვეს გოლი.შორეულ კუთხესთან გაშვებულ ჩაწოდებას,კრის სმოლინგი,სრულიად თავისუფალი დახვდა.გოლიდან 2 წუთში,ლოჩოშვილმა ძალიან სახიფათოდ დაარტყა შორიდან და მეკარემ ძლივს გადააგდო კუთხურზე.ის 85 წუთზე შეცვალეს,თავდამსხმელით.ძალიან ხისტად თამაშობს და მგონი მართლაც კარგი მცველი დგება.კრემონეზემ ორჯერ მოარტყა ბურთი ძელს და კიდევ ჰქონდა სხვა მომენტებიც.ასე რომ გუნდს პოტენციალი აქვს.