ორი ყვითელი ბარათი სამ წუთში - ლოჩოშვილი "მანტოვასთან" მატჩში გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია B-ს მეცამეტე ტურში, სტუმრად "მანტოვასთან" 0:1 წაგებულ მატჩში, "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს.

ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 90+3-ზე მეორე და მოედნის დატოვება მოუწია.

კრემონული გუნდი 18 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ნოემბერს სახლში "ფროზინონესთან" ჩაატარებს.

მანტოვა. "დანილო მარტელი"
მანტოვა - კრემონეზე 1:0
გოლი: ბურაი (59)
გაძევება: ლოჩოშვილი (90+3, კრემონეზე)

მკითხველის კომენტარები / 12 /
კაცი იტალიაში თამაშობს და ნაკრებში რატომ არ არისო,სანიოლს ჭამენ.იტალიაში გააძევეს და ნაკრებში რა უნდაო!-მეორეები ამიტომ ჭამენ,სანიოლს.ლუკა ფიზიკურად დიდი და ძლიერია!გაბარიტების გამო,საკმაოდ მოუქნელიც და პატარა,ცქვიტ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში,ხშირად აგებს პოზიციას.ამას კი,სასჯელიც მოჰყვება./სამაგიეროდ,ტანიან მეტოქეებთან ძალიან გვადგება ხოლმე,მისი სიმაღლე და ჯანი.როგორც პიროვნება კი,მართლაც ძალიან კარგი, წესიერი და გულისხმიერი ბიჭია.არავისგან საგინებლად არ მემეტება.
ნაკრების მწვრთნელის გადასაწყვეტია,რომელ თამაშში როგორი სტილის ფეხბურთელი სჭირდება და დვალიშვილისა არ იყოს,ნუ შეჭამეთ,ეს ბიჭი!მწვრთნელი თუ თვლის,რომ ნაკრებს სჭირდება,ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა წავიდეს ნაკრებში და არავის აქვს უფლება,ამის გამო,მასზე ძვირი თქვას.
სოსო
21:23 10-11-2024
2
მაგარი საცოდავი ხალხი ხართ ამდენი ბოღმით როგორ ცხოვრობთ საერთოდ? ან ეს სკლეროზი როდიდან დაერია ერის პატარა ნაწილს?? ლოჩო ყოველთვის ხისტი მცველი იყო,ფიზიკურად ძლიერი,დიდი გაბარიტების ესეთი პროფილის ფეხბურთელი კიდე საჭიროა გუნდში აბა ახმახ ჩეხ თავდამსხმელებს ვეტერანი კაშიათი და გველესიანით ვაპირეებთ??თუნდაც უკრაინელებთან დვალიც არ იქნება და არ გამოადგება ნაკრებს თქვენი აზრიით??ეროვნულ ნაკრებში ყველა პროფილის და გაქანების ფეხბურთელი უნდა არსებობდეს ხისტიც, ფიზიკურად ძლიერიც, ტექნიკურიც, მორბენალიც და ტვინგახსნილიც,,პორტუგალიასთან რო ვიჩაგრებოდით პენალტი რო მოიპოვა და ერთ მომენტში პორტუგალიელი აუტის ხაზისკენ რო მოისროლა თავისი გაბარიტებით მაშინ ხო კარგი ბიჭი იყო?? ან ლოჩოს ყვითლები და მით უმეტეს წითლები სად ნახეთ ნაკრებში?? ეს წითელიც იქიდან გამომდინარეობს რო თამაში მთავრდებოდა აგებდნენ და ნერვიულობამ იძალა თანაც ლოჩო სანამ დაბრუნდება ნაკრებიდან მისი გუნდი თამაშობს და გაუვა ეგ დისკვალიფიკაცია,,არ ვამართლებ უნდა მოთოკოს ხოლმე ნერვები თუმცა ამით არაფერი იცვლება ლოჩო ნაკრებში ყოველთვის სულს და გულს დებს და ჯიგრით და თავგანწირვით თამაშობს ყოველთვის,,ააა მოიცა იმიტო ხოარ ლანძღავ რო რამე კუდი აქ ამ სიტუაციას?? რამეს მარხავ ალბათ გამოჩნდება მალე,საერთოდ ყველაფერი იშიფრება ადრე თუ გვიან,ეხლა შენ რო მომდევნო კომენტარში დაწერო აზაროვი გამოიძახეთო უკვე იასნი იქნება ვისი გორისა ხარ,,იმათი არ იყოს მიქაუტაძეს რო აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ, მეთქი რა უნდათ ამ ბიჭისგან კაცი ევროს ბომბარდირი გახდა,ნაკრებში მაგარი სტატისტიკა აქვს, ახალგაზრდა ნიჭიერი და აშკარად მაღალი კლასისაა ყველა ქართველ ფორვარდთან შედარებით და მიკვირდა რატო ლანძღავდნენ ის მცირე ჯგუფი და თურმე ბუდუს ნაკრებში დაყენების მომხრე ხალხი ამზადებდა წინასწარ ნიადაგს,,თქვე კაი ხალხო მესმის გინდოდეთ ვინმეს თამაში უფრო მეტად მარა ამისთვის მისი კონკურენტი უნდა ლანძღოთ და დააკნინოოთ?? რა ლოგიკის ხალხი ხართ, რა აზროვნება გაქვთ რომელიმე სხვა ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს ნაკრებშიი თუ რატო კიდებთ ერთმანეთს??
gel-100
20:08 10-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული