ლოჩოშვილის კარგი დებიუტი იტალიაში - დიბალას გასაქანი არ მისცა, ტრავმირებული ძანიოლო შესაცვლელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი გასვლაზე მოურინიოს „რომასთან“ შედგა და მან თავი კარგად წარმოაჩინა.

„ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 10 აგვისტოს გადასულმა საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველმა ლოჩოშვილმა ჩემპიონატის პირველ ტურში ფლორენციაში "ფიორენტინასთან" წაგებულ მატჩში (2:3) მონაწილეობა იმის გამო ვერ მიიღო, რომ საბუთები ჰქონდა მოსაწესრიგებელი, დღეს კი მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „რომასთან“ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები თავს იცავდნენ, ლუკა დიბალას მეურვეობდა და რამდენჯერმე ხისტადაც ეთამაშა, 3 ცენტრალურმცველიან ტაქტიკაში მარცხენა ფლანგზე იდგა, წინ შორეულ გადაცემებსაც არ ერიდებოდა და მეკარე
რადუსთან ერთად თავის გუნდში საუკეთესო იყო. ერთხელ დიბალას ჩაუდგა მხარი და მეკარესთან პირისპირ არ გაუშვა, შემდეგ ძანიოლოს ვარდნაში სუფთად აართვა ბურთი, იტალიელმა თამაში ვერ გააგრძელა და ელ შაარავიმ შეცვალა. ლოჩოშვილს გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ შორიდან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე რუი პატრისიომ ძლივს მოიგერია.

65-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სმოლინგმა კრემონელთა კარში მიუჩინა ადგილი და რომაელები დააწინაურა, 72-ე წუთზე კი მოურინიომ დიბალა შეცვალა, რომელსაც ლოჩოშვილმა გასაქანი არ მისცა. შეტევის გასაძლიერებლად ალვინიმ 85-ე წუთზე ლუკა გაიყვანა და მის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელი ჩოფანი შეიყვანა, კომპენსირებულ დროში "კრემონეზეს" ნახევარმცველ პიკელის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "რომამ" 1:0 მოიგო.

„კრემონეზე“ შემდეგ შეხვედრას 27 აგვისტოს სახლში „ტორინოსთან“ გამართავს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - კრემონეზე 1:0
გოლი: სმოლინგი (65)

მკითხველის კომენტარები / 20 /
მოდი ხალხო ნუ ვპროფესორობთ რა,
7 და მეტი დაუწერეს ჩვენიანს და თქვენ
აკლებთ ნიშანს თუ?
პირველი თამაში ქონდა ბიჭს და მიუხედავად დაძაბულობისა როგორ ითამაშა.
რას ითხოვთ ვერ ვგებულობ. უშეცდომოთ ეთამაშა პირველივე თამაში?
რეებიც დაატრიალა იმით რატომ არ ვიამაყოთ?!
თენგო
23 აგვისტო 2022 20:12
0
ზოგიერთ კომენტებში მარტო ემოცია სჭარბობს,კი სასიხარულოა ძლიერ ლიგაში ქართველის გამოჩენა, მოუთმენლად ველი ყოველ ტურს, მაგრამ მარტო ქება ხომ არ არის საქმე, ბევრს მარტო ყურება მოსწონს და თამაშს ვერც აფასებს, მეც ვქომაგობ ლუკას, მაგრამ ავსტრიაში რა პრობლემებიც ქონდა იგივე შევამჩნიე ამ თამაშშიც: რომ არ გავარჩიო ეპიზოდები (ვინც ერკვევა ისედაც შეამჩნევდა) მოკლედ ვიტყვი -სათამაშო ინტელექტს და კონცენტრაციის სტაბილურობას ვუწუნებ,ფიზიკაც- გამძლეობაც მოსამატებელი აქვს. ამ ყველაფრის გამოუსწრებლად კი ჩვენი ნაკრების ძირითადში ვერ ვხედავ, თუმცა ეს პრობლემები დამახასიათებელია ქართული ფეხბურთისთვის.ერთეულების გარდა,
გუსანი
23 აგვისტო 2022 19:27
2
კარგია ჯოვ, მარა ხვიჩას წინააღმდეგ რომ იქნება იქაც არ წაიუხეშო თვარა ვერ გადაგვირჩები.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ
გოგიa
23 აგვისტო 2022 12:17
0
მაგარი კაცი ხარ მიდი ძმაო მიდი და ნახავენ რისი შესაძლებლობაც გაქვს.არ შეუშინდე ძმაკაცს ესე გულით და ჟილკით ითამაშე ჯიგარო და ყველაფერში გაგიმართლებს . ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო გენაცვალე გულში
კაკაო
23 აგვისტო 2022 11:43
0
ნელ-ნელა ქართული საფეხბურთო დესანტი ტოპ ლიგებში იზრდება.ახლა დავითაშვილის საქმეა დასალაგებელი. ალბათ ჩაკვეც არ ჩამორჩება პროცესებს და ა.შ. და ისევ ვიხილავთ მუშტაითის და ვერის ბაღებში გულშემატკივართა უწყვეტ "დებატებს", როგორც იყო წინა საუკუნის 60-90 წლებში.
ვაჟა მასწავლებელი
23 აგვისტო 2022 10:56
0
კი მისალოცია, ერთგვარი დაწინაურებაა მისთვის. მაგრამ თუ არ მოუმატა, ძირითდად კი თამაშის წაკითხვაში, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდება..,. რამდენიმე თამაში ვნახე და ეს გამოსასწორებელი აქვს, ეპიზოდებში ეთიშება თამაშს, პოზიციას ვერ არჩევს, ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა უჭირს...ვუქომაგებ და წარმატებებს ვუსურვებ
გუსანი
23 აგვისტო 2022 10:44
2
მაინც არ მესმის რაში გვჭირდება ეს გადამეტებული ბაქი-ბუქი, კი ბატონო ჩვენ მთლად ობიექტურები ვერ ვიქნებით, მაგრამ მცველის მოვალეობა ხომ საკუთარი კარში გოლის არ მიღების უზრუნველყოფაა,მით უმეტეს სტანდარტული მდგომარეობიდან. ხოდა სმოლინგია თუ სმოკინგი ლამის ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე დაარტყა მეკარის საჯარიმოდან,რომელსაც ლუკა იყვანდა. ამ გაშვებული გოლით გუნდმა წააგო თამაში, რომელშიც შეიძლება თამაშით წაგებას არც იმსახურებდა. გასაგებია რომ მართლაც დიდი მოვლენაა ქართველი ფეხბურთელის სერია ა-ში დებიუტი, მაგრამ განსაკუთრებით წარმატებული დებიუტი შედეგის თვალსაზრისით ან გადასარევი თამაში ლუკას ფაქტია არ ჰქონია. აი, წარმატებული დებიუტი აქვს კარასსსს.....
დრაივა
23 აგვისტო 2022 10:36
14
ცნობილმა გამოცემა Whoscored.com-მა მოთამაშეების შეფასება გამოაქვეყნა, ლუკას კი 7.47 დაუწერა, მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ სტუმართა მეკარემ იონუტ რადუმ (8.66) დაიმსახურა.
რომელ კლასში ხარ გენიოსა? _მეორეში ჩავრჩიი.
23 აგვისტო 2022 12:20
1
ეგეც თქვენი დიბალა. ლუკა ავსტრიაში გადასვლამდე ბევრმა არც კი ვიცოდით და აგერ დიბალა ამოკეტა ბიჭმა. ყოჩაღ ლუკა, ასე გააგრძელე. გოლი ლუკას ზონიდან გავიდა მარა არა უშავს ყველაფერი წინ აქვს, თან მომეჩვენ მცველების სიმცირე იყო იქ და იმიტომ აღმოჩდა იქ. კარშიც მშვენივრად გაისროლა, მეკარემ ძლივს მოიგერია. წარმატებები ლუკას.
პ.ს. აბა ბიჭებო ვინ ხართ შემდეგი? თქვენი გზა ევროპისაკენ სერია-A ზე გადის და არა საღორეთზე.
G.LA
23 აგვისტო 2022 08:37
1
თუ არ ჩავთვლით იმას რომ კრის სმოლინგს კუთხურის დროს ლუკა ედგა და გაექცა,რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა,ძალიან მაგრად ითამაშა.
ლოჩო
23 აგვისტო 2022 08:04
0
არ გაჩერდე საქარათველოო!!❤️
გიორგი
23 აგვისტო 2022 01:24
0

სიახლეები პოპულარული