ზედიზედ მეორედ - ხვიჩა სერია A-ს მეორე ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. "მონცასთან" ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ, სადაც "კვარამ" დუბლი შეასრულა, გამოცემა Whoscored.com-მა ზედიზედ მეორედ, საუკეთესო თერთმეტულში შეიყვანა. გთავაზობთ შემადგენლობას

მეკარე: იონატ რადუ ("კრემონეზე", 8.7)

მცველები: ვალენტინ გრენდეი ("ლეჩე", 7.4), კრის სმოლინგი ("რომა", 7.9), კიმ მინ-ჯაე ("ნაპოლი", 7.8), ფაბიანო პარისი ("ემპოლი", 7.4)

ნახევარმცველები: დენსო კასიუსი ("ბოლონია", 7.3), ისმაელ ბენასერი ("მილანი", 8.6), ლუკა პელეგრინი ("რომა", 8.6), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", 8.0)

ფორვარდები: პაულო დიბალა ("რომა", 7.5), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი", 7.5)

altშოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს

გამოეხმაურა

alt"ხვიჩა კვარაცხელია, დუშან ვლაჰოვიჩი, შარლს დე კეტელარი, სახელები, რომლებსაც ამ სეზონში ხშირად გავიგებთ" - ცნობილი გამოცემის ანალიზი

alt"ყოჩაღ, ქართველო!" - კვარაცხელია ჩვენს "გაგიჟებას" აპირებს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლოჩოშვილმა მის გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.თვით იტალიელი ჟურნალისტები წერენ,რომ ლუკამ დიბალას პრობლემები შეუქმნა.გოლის გატანასთანაც ახლოს იყო.დებიუტი მართლაც მაგარი ჰქონდა.გერმანიაში ქართული ხალხური სიმღერების კასეტას,რომელიც შესაბამისი პროფილის მაღაზიაში გასაყიდად იდო ვიტრინაზე,ასეთი წარწერა ჰქონდა-"სომხური ხალხური სიმღერები". ბატონი 'სამართალი' წინა კომენტარის ავტორი მოგვიწოდებს რომ შეფასებისას ფრთხილად ვიყოთ.გუშინ ლუკას თამაშს რომ ვუყურე და თან ხვიჩას გამოსვლის ემოციებშიც ვიყავი,ბედნიერებისგან ცრემლებით მქონდა თვალები სავსე 62 წლის კაცს.და როგორ მოვიქცე-ფრთხილად ყოფნა რას ნიშნავს,ამიხსენით?!
ენძო
17:03 23-08-2022
2
"ფიორენტინა"-ს მცველები გადამალეთ! ფლორენციელი ბავშვები ტელვიზორებს მოარიდეთ!-ხვიჩა"ბუა"მოდის!
ენძო
16:49 23-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული