მესამე ქართველი სერია A-ში? - მიქაუტაძე შესაძლოა, კვარაცხელიასა და ლოჩოშვილის გზას გაუყვეს...

AutoSharing Option
თურქული და ფრანგული საიტები იუწყებიან, რომ საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის დამატება "გალათასარაისა" და "ლეჩეს" სურთ.

მაგალითსითვის, bundle.app წერს, რომ თურქულ გრანდს შეტევის გაძლიერება სურს, ჩვენებურს კი ფლანგებზე, ასევე ცენტრფორვარდად შეუძლია თამაში და ის მწვრთნელი ოკან ბურუქისთვის მშვენიერი არჩევანი იქნება.

ბურუქმა გუნდის ხელმძღვანელობას შეტევის გაძლიერება სთხოვა და მიქაუტაძე მათთვის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია.

მეორეს მხრივ, აღნიშნული წყარო აღნიშნავს, რომ გიორგის სერია A-ს ბინადარი "ლეჩეც" აკვირდება და შესაძლოა, ტრანსფერზე მუშაობა მანაც დაიწყოს.

შეტევაში "ვია დელ მარის" ბინადრებსაც უჭირთ, ისინი მიქაუტაძეს
აკვრიდებიან და გადაწყვეტილებასაც უახლოეს მომავალში მიიღებენ.

მოგეხენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ქართველი თავდამსხმელი შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ბარნლიში" გადაბარგებულიყო, თუმცა "კელტების" მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ დღეს თქვა, რომ მიქაუტაძის შესაძენად ალბათ, საჭირო ფინანსური სახსრები არ ექნებათ.

alt"მისი ტრანსფერი რთულია და ამის მიზეზს გეტყვით" - კომპანიმ მიქაუტაძის "ბარნლიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბარნლის 5 მილიონი უთხრესო და ლეჩე გადაიხდის მაგდენს??? აშკარად რომელიმე ინფორმაცია მცდარია
Thanks
11:52 25-08-2022
0
ჩვენ მწვერვალები უნდა დავიპყროთ!
კაპიტანი უკვე გვყავს!
აბა თქვენ იცით ლომებო!
თენგო
11:33 25-08-2022
0

სიახლეები პოპულარული