მესამე ქართველი სერია A-ში? - მიქაუტაძე შესაძლოა, კვარაცხელიასა და ლოჩოშვილის გზას გაუყვეს...

AutoSharing Option
თურქული და ფრანგული საიტები იუწყებიან, რომ საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის დამატება "გალათასარაისა" და "ლეჩეს" სურთ.

მაგალითსითვის, bundle.app წერს, რომ თურქულ გრანდს შეტევის გაძლიერება სურს, ჩვენებურს კი ფლანგებზე, ასევე ცენტრფორვარდად შეუძლია თამაში და ის მწვრთნელი ოკან ბურუქისთვის მშვენიერი არჩევანი იქნება.

ბურუქმა გუნდის ხელმძღვანელობას შეტევის გაძლიერება სთხოვა და მიქაუტაძე მათთვის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია.

მეორეს მხრივ, აღნიშნული წყარო აღნიშნავს, რომ გიორგის სერია A-ს ბინადარი "ლეჩეც" აკვირდება და შესაძლოა, ტრანსფერზე მუშაობა მანაც დაიწყოს.

შეტევაში "ვია დელ მარის" ბინადრებსაც უჭირთ, ისინი მიქაუტაძეს
აკვრიდებიან და გადაწყვეტილებასაც უახლოეს მომავალში მიიღებენ.

მოგეხენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ქართველი თავდამსხმელი შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ბარნლიში" გადაბარგებულიყო, თუმცა "კელტების" მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ დღეს თქვა, რომ მიქაუტაძის შესაძენად ალბათ, საჭირო ფინანსური სახსრები არ ექნებათ.

alt"მისი ტრანსფერი რთულია და ამის მიზეზს გეტყვით" - კომპანიმ მიქაუტაძის "ბარნლიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბარნლის 5 მილიონი უთხრესო და ლეჩე გადაიხდის მაგდენს??? აშკარად რომელიმე ინფორმაცია მცდარია
Thanks
25 აგვისტო 2022 11:52
0
ჩვენ მწვერვალები უნდა დავიპყროთ!
კაპიტანი უკვე გვყავს!
აბა თქვენ იცით ლომებო!
თენგო
25 აგვისტო 2022 11:33
0
მიდით მიდით გენაცვალეთ გულში აბა რა ესე ჯობია ესე უფრო განვითარდებით . ღმერთმა ხელი მოგიმართოდ კაცებო
კაკაო
25 აგვისტო 2022 11:14
0
კომენტარებს გადავხედე და გულის სიღრმეში გამიხარდა. შარშან და შარშან წინ ბელგი გვიხაროდა:)) პოლონეთის ჩემპიონატში გადასვლა გვიხაროდა ახლა ლეჩეს ვიწუნებთ:))
ბოკინიო
25 აგვისტო 2022 08:40
0
ჯობია ბათუმში ჩამოვიდეს აქ გაიტანს გოლებს და ნაკრებსაც გამოადგება
sbatumi
25 აგვისტო 2022 00:58
24
თურქეთში მიდიან კარიერის ბოლოს და ის ტრამპლინად იგივეა რაც რუსეთის პრემიერლიგა ფეხბურთს ვგულისხმობ!!!
შავი კაცი
24 აგვისტო 2022 19:07
5
რა დროს დაკვირვებაა 1 კვირაში იწურება ტრანსფერების ფანჯარა და თუ მართლა უნდათ წაყვანა დროზე გაანძრიონ ერთი ადგილიი !
zura222
24 აგვისტო 2022 18:08
0
იმსახურებს გიორგი პირველ ლიგაში თამაშს, ძაან გამიხარდება სერია ა-ში თუ იქნება, უბრალოდ ის რისკები გასათვალისწინებელია ერთი წლის მერე ლეჩე სად იქნება, რაც არ უნდა იყოს სერია ა ძააან დიდი გამოცდილებაა, ერთერთ საუკეთესო მცველების წინააღმდეგ თამაში მარტივი არააა.
რავი რაღაცნაირად მგონია რომ ყველაფერი კარგად გამოვა!!!
ზურა
24 აგვისტო 2022 17:29
0
ლეჩე სადიქნება არავინ იცის და მეცი სადაცაა ყველამ. ამიტომ უნდა გადავიდეს ლეჩეში თუ იქნება შანსი
beqa
24 აგვისტო 2022 18:55
0
ლეჩე კარგი ვარიანტია. ერთი სეზონი და მთელი იტალია-ესპანეთი დაუწყებს ხვეწნას.
აბო
24 აგვისტო 2022 17:02
0
არავითსრი დაკვირვება და სინჯები, უნდათ იყიდეონ ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე. არაფერი ჭირს ჟორჯიკას გალათასარაის და ლეჩეს დასაკვირვებელი.
რრრ
24 აგვისტო 2022 16:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული