"კვარა" სულ სხვა მასშტაბზე გადის. ძალიან გვსურს, მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლიოს და ქართველმა გარემარბმა, მინიმუმ, მერვედფინალში ითამაშოს. ამისათვის წილისყრაში გამართლებაცაა საჭირო. შესაძლებელია, ნეაპოლელები გრანდს ასცდნენ, ამავდროულად კი, იმაზეც ვფიქრობთ, ხვიჩას მიერ ევროპის წამყვანი კლუბების კარის აღება რამხელა სიხარულს მოგვანიჭებს...
მოგეხსენებათ, ერთი ქვეყნის გუნდები ამ ეტაპზე ვერ შეხვდებიან, შესაბამისად, "ნაპოლი" "მილანს",
პირველ კალათაში ყველაზე სუსტი გუნდები ევროპა ლიგის გამარჯვებული ფრანკფურტის "აინტრახტი", ასევე ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ჩემპიონები, "აიაქსი" და "პორტუ" არიან. "რეალი", "სიტი", "ბაიერნი" ან პსჟ - ეს ყველაზე ძლიერი მეტოქეებია, რომლებსაც შესაძლოა, სპალეტის გუნდი გადაეყაროს ("მილანი" გამორიცხულია).
რაც შეეხება მეორე კალათას, აქ "სასურველი" კლუბი ნაკლებადაა, ასეთად ყველაზე მეტად მაინც გერმანულ "ლაიპციგს" მივიჩნევთ. "ლივერპული", "ჩელსი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "სევილია", "ტოტენჰემი" ("იუვენტუსიც" აქაა) - სიტყვები მართლაც ზედმეტია. თუკი, მაგალითად, ნეაპოლელებთან პირველი კალათიდან "მანჩესტერ სიტი" ან "რეალი" ამოვა, ეს სავარაუდო მეტოქეთა სიას აქ 3-ით შეამცირებს.
აქვე გეტყვით გუნდებს, რომლებიც "ნაპოლისა" და "ინტერთან" ერთად, მესამე კალათაში არიან (შესაბამისად, ჩვენებურის გუნდს ვერ შეხვდებიან) - "ბორუსია", "ზალცბურგი", "შახტარი", "სპორტინგი", "ლევერკუზენი", "ბენფიკა". აქ ყველაზე ძლიერები სწორედ იტალიელები არიან.
მე-4 კალათაში "ნაპოლი" ვისაც უნდა დაუპირისპირდეს, იტალიელებს მაინც არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა რამდენიმე მეტოქე აშკარად არასასურველია - "ბრიუგე", "სელტიკი", "მარსელი", "მაკაბი", "პლზენი", "კოპენჰაგენი", "დინამო" (ზაგრები), "რეინჯერსი".
წილისყრა დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირველი ტური კი 6-7 სექტემბერს შედგება.
ხვიჩასა და "ნაპოლის" უახლოესი ამბები - ამხანაგური მატჩი, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა...