არველაძის "ჰალმა" კოლუმბიელის ჰეთ-ტრიკით გაიმარჯვა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-6 ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრი“ 3:2 დაამარცხა. ქართველის გუნდმა ჩემპიონატზე სამივე საშინაო მატჩში მოიპოვა გამარჯვება.

ჰეთ-ტრიკი კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ოსკარ ესტუპინანმა შეასრულა, რომელმაც "ჰალ სიტიში" ერთ შეხვედრაში სამი გოლი პირველად გაიტანა.

„ჰალ სიტი“ 11 ქულით მესამე ადგილზეა და 30 აგვისტოს გასვლაზე „ქუინზ პარკს“ დაუპირისპირდება.

ჰალი.“MKM სტადიუმი“. 17 878 მაყურებელი
ჰალ სიტი - კოვენტრი 3:2
გოლები: 1:0 ესტუპინანი (11), 1:1 გოდენი (29, პენ), 2:1 ესტუპინანი (42), 3:1 ესტუპინანი (56), 3:2 გოდენი (69)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგ კოლუმბიელი კი ჩანს კაი ტრიკებიანი ბიჭი, მაგრამ ტრიკით ვერა, თრიკით, ჰეთ თრიკით გაიმარჯვებდნენ მაინც...
დდდ
11:16 28-08-2022
0
შოთი გილოცავ ჯიგარი ხარ !! გვეამაყები ქართველებს და ღმერთმა ხელი მოგიმართოს !
გიორგი
23:29 27-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული