პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ხვიჩა კვარაცხელიას ბრაზილიელი მცველი დოდო ყურადღებით მეურვეობდა, 30-ე წუთზე კართან შორეულ კუთხეში ჩაწოდებული ბურთი ჩაუჭრა და გატანის შანსი არ მისცა; მერე მასთან ბრძოლაში ქართველი საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბოლოს ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ბურთი ლოზანოს გადააწოდა, მაგრამ მან თავით გატანა ვერ შეძლო. ისე, უნდა გაეტანა. კვარა 61-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გატანა და ფრე დაფიქსირდა.
საერთოდ, უნდა ითქვას, „ნაპოლი“ ბურთს ნაკლებად იჭერდა. ხვიჩა, უმეტესწილად, „მშრალ ულუფაზე“ იმყოფებოდა და თავის გამოჩენა ვერ შეძლო, თუმცა ყოველ ჯერზე ვერ გაიბრწყინებს. მას ბევრი წარმატებული და ცოტა ნაკლებად წარმატებული მატჩი ექნება. რაც მთავარია, თავიდანვე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და უკეთესის მოლოდინში ვართ. წინ გრძელი სეზონია და როგორც იტალიის პირველობაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე "კვარას" არაერთხელ მიეცემა შანსი.
„ნაპოლი“ 7 ქულით ლიდერია და 31 აგვისტოს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.
1)იტალიის ჩემპიონატის 3წრე ჩატარდა და ისევ ლიდერია გატანილი გოლებით და ასისტით!
2)ხვიჩამ კიარა მთელმა გუნდმა ვერ აჩვენეს კარგი თამაში,ხდება ხოლმე ეს ფეხბურთია
3)პასებს არ აძლევენ არ ტვირთავენ
4)ბოღმას და შურს საზღვარი არააქვს რა ძლიერად უნდა გეზიზღებოდეს შენი ქართველი რომ ასე ჩასაფრებულები იყვეთ რომ იქნებ რამე არ გამოუვიდესო!!!