სპალეტის დედა აგინეს - ქართველმა ვაიგულშემატკივრებმა გაიხარეს

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინას" დაუზავდა (0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ 61-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. არ გაგვიკვირდა, როდესაც მის მიმართ ღვარძლს რუსი ფანები გამოხატავდნენ,  მაგრამ გასაოცარი ისაა,  რომ ზოგიერთმა ქართველმა ვაიგულშემატკივარმაც გაიხარა თანამემამულის მიერ უგოლო მატჩის შემდეგ.

უბრალოდ იძულებული გავხდით ამ კომენტარების ძირითადი ნაწილი "დაგვებლოკა", ისევე, როგორც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას ტრავმის შემთხვევაში, რომელსაც მეორე ხელის მოტეხვასაც უსურვებდნენ, რაც რა თქმა უნდა, არა სპორტული, არამედ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

ნამატჩევს "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მშობლიურ
ქალაქში
დედა აგინეს, ძალიან იმედგაცრუებულია, ხვიჩა ზედმეტად ფლობდა ბურთს, დაღლილობა დაეტყო, დაძაბულობაც, თუმცა მშვიდად ყოფნა მართებს, ლოზანოს კი მისი პასით გოლი უნდა გაეტანა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დატვირთული კალენდარი აქვთ და როტაციას არ გამორიცხავს. ასე რომ, შემდეგ მატჩში შეიძლება კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენონ.

მკითხველის კომენტარები / 72 /
მე არა არ პროფესიონალი და საფუძვლიან კომენტარსაც ვერ გავაკეთებ მაგრამ ერთი უნდა ვთქვა ..აცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში..ასევე სხვებსაც..ზედმეტი არც ქება ვარგა და არც კრიტიკა..განსაკუთრებით სპორტს და პოლიტიკას ნუ აურევთ ერთმანეთში..
ლადო
10:00 30-08-2022
4
ნუ ადარებთ ხვიჩას და თოკოს, ხვიჩას არაფერი გაუფუჭებია! და იმედია არც შეეშლება, როგორც შენგელიას და იმას მერი რომ ჰქვია!
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული