ამჯერად ხვიჩამ ვერ გაიტანა - "ნაპოლი" ისევ ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ფიორენტინასთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.

პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ხვიჩა კვარაცხელიას ბრაზილიელი მცველი დოდო ყურადღებით მეურვეობდა, 30-ე წუთზე კართან შორეულ კუთხეში ჩაწოდებული ბურთი ჩაუჭრა და გატანის შანსი არ მისცა; მერე მასთან ბრძოლაში ქართველი საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბოლოს ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ბურთი ლოზანოს გადააწოდა, მაგრამ მან თავით გატანა
ვერ შეძლო. ისე, უნდა გაეტანა. კვარა 61-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გატანა და ფრე დაფიქსირდა.

საერთოდ, უნდა ითქვას, „ნაპოლი“ ბურთს ნაკლებად იჭერდა. ხვიჩა, უმეტესწილად, „მშრალ ულუფაზე“ იმყოფებოდა და თავის გამოჩენა ვერ შეძლო, თუმცა ყოველ ჯერზე ვერ გაიბრწყინებს. მას ბევრი წარმატებული და ცოტა ნაკლებად წარმატებული მატჩი ექნება. რაც მთავარია, თავიდანვე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და უკეთესის მოლოდინში ვართ. წინ გრძელი სეზონია და როგორც იტალიის პირველობაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე "კვარას" არაერთხელ მიეცემა შანსი.

„ნაპოლი“ 7 ქულით ლიდერია და 31 აგვისტოს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 77 /
ყოველთვის მარადონას ვერ გაჰქონდა და კვარას მომენტი მაინც ჰქონდა, მაგრამ...
ლაშა
17:48 29-08-2022
0
გოლის გატანაზე არ არის მარტო ფეხბურთის თამაში. დამცველმა კარგად ეთამაშა , მაგრამ პასებს უგვიანებდნედ და ამას გარდა ერთ ადგილზე იდგა და ბურთს ელოდებოდა. ისე თამაშობდა თითქოს სირბილი ეზარებოდა ან რაღაც აწუხებდა და ძალით იყო მოედანზე დატოვებული. ესე ერთ ადგილზე დგომით ადგილს დაკარგავს და სკამზე დასვამენ. ყველაზე საუსტი თამაში ჩაატარა რაც მინახია. ერთი პასის მეტი ვერაფერი გააკეთა. ეს ლოზანო კიდევ ძალიან არ მომწონს. 16 წლისას უფრო მეტის მონაცემები ჰქონდა და იმ დონეზეც ვერ თამაშობს
simartle
15:43 29-08-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული