სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინას" დაუზავდა (0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ 61-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. არ გაგვიკვირდა, როდესაც მის მიმართ ღვარძლს რუსი ფანები გამოხატავდნენ, მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ ზოგიერთმა ქართველმა ვაიგულშემატკივარმაც გაიხარა თანამემამულის მიერ უგოლო მატჩის შემდეგ.
უბრალოდ იძულებული გავხდით ამ კომენტარების ძირითადი ნაწილი "დაგვებლოკა", ისევე, როგორც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას ტრავმის შემთხვევაში, რომელსაც მეორე ხელის მოტეხვასაც უსურვებდნენ, რაც რა თქმა უნდა, არა სპორტული, არამედ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
ნამატჩევს "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მშობლიურ
ქალაქში
დედა აგინეს, ძალიან იმედგაცრუებულია, ხვიჩა ზედმეტად ფლობდა ბურთს, დაღლილობა დაეტყო, დაძაბულობაც, თუმცა მშვიდად ყოფნა მართებს, ლოზანოს კი მისი პასით გოლი უნდა გაეტანა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დატვირთული კალენდარი აქვთ და როტაციას არ გამორიცხავს. ასე რომ, შემდეგ მატჩში შეიძლება კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენონ.