"ვალენსიას" რიგებში საუკეთესო იყო - ცნობილი გამოცემა "მამარდას" თამაშს აფასებს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ "მესტალიაზე" "ვალენსია" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. ცნობილმა გამოცემა Sofascore.com-მა გიორგი ვალენსიელთა რიგებში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და 7.6 ქულა დაუწერა.

"როხიბლანკოდან" კი უმაღლესი შეფასება ტომას ლემარმა (7.6) დაიმსახურა.

"ღამურები" მორიგ შეხვედრას 4 სექტემბერს "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავენ. "ატლეტიკო" 1 დღით ადრე "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

alt"ყველაფერი აიღო, დიდებულად ითამაშა!" - ობლაკმა მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩით აღფრთოვანება ვერ დამალა

altმამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 4 /
ე.ი. დიდი აჟიოტაჟი და სიხარული ყოფილა ,,TV პირველზე,, იმის გამო, რომ ხვიჩამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
,,ნაცებს რააა?! დედის,, ...
21:01 30-08-2022
8
ზოგიერთი წერს,რატომ გაქვთ აქცენტი ხვიჩაზე და მამარდაზე ერთი ორი სიტყვით ეხმიანებითო.ვინც ამას წერს,ნახოს შარშანდელი გამოხმაურებები მამარდას თამაშზე და დარწმუნდება,რომ მის წარმატებულ დებიუტსაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი ჰქონდა.შარშან გიორგის წელი იყო,ის უტევდა სიმაღლეს და მისკენ გვქონდა მთავარი ყურადღება,ხვიჩასკენ და ქვა და ტალახი მიდიოდა, ბევრისაგან.წელს ხვიჩა უტევს სიმაღლეებს და მისკენ ვართ გადართულები,გიორგის კი,უკვე ნაკლებად ვუყურებთ მიკროსკოპში.უკვე შევისწავლეთ,დავრწმუნდით მის უნარებში და იმიტომ.დიდებულად ითამაშა წუხელ,მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივია მისგან და რაღაცა რომ შეშლოდა,იმაზე გავამახვილებდით ყურადღებას.მისგან კარგი თამაში აღარავის უკვირს.არადა მორატამ რომ დაურტყა სადღაც 50 წუთზე და მამარდა ერთი კაციდან მეორეზე გადარბოდა,შეუძლებელი იყო,კარი სად იყო ეკონტროლებინა,მან კი,მილიმეტრების სიზუსტით იგრძნო კარის ჩარჩო და დატოვებული ფეხით,მოიგერია მკვდარი ბურთი.ჩემი აზრით,ასეთ რამეს კარგი მეკარეებიც კი,შემთხვევით თუ გააკეთებენ.ეს დიდი მეკარის თამაში იყო.თუმცა არავის გაჰკვირვებია.იქნებ იმიტომ, რომ უკვე დიდი მეკარეა?არა,დიდი მეკარე ჯერ არ არის,საამისოდ მრავალწლიანი სტაბილურ დონეზე თამაშია საჭირო და ალბათ მისი თამაშის გამოისობით,მოპოვებული ტიტულები,თუმცა გიორგის უკვე აქვს ამ დონეზე ჩატარებული რამდენიმე თამაში და ესე იგი პოტენციაც.ახლა ამ დონეზე სტაბილურობა სჭირდება და კიდევ შთაგონება,როცა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს და აიღებს ასაღებსაც და აუღებელსაც.აი მოსკოვის დინამოსთან რომ ითამაშა,ისეთი შთაგონებით და ისე.ვალენსიას ჯერ სასიკეთო არაფერი ეტყობა,თუმცა აქვს მომატების რესურსები და ვნახოთ.თუ დაალაგეს თამაში ხომ კარგი და თუ წელსაც ვერსად გავიდნენ,ალბათ უფრო ამბიციურ კლუბისაკენ გაიხედავს,გიო.უკვე დღეს,სულ რამდენიმე მეკარეა ევროპაში,ვისი კონკურენციაც გიორგის დააფიქრებდა
სოსო
14:25 30-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული