ჩაკვეტაძეს ტოპკლუბის შანსი ჰქონდა და ექნება - გიო 23 წლის გახდა...

AutoSharing Option
29 აგვისტოს გიორგი ჩაკვეტაძე 23 წლის გახდა. თითქოს საფეხბურთოდ იდეალური ასაკია, კარიერის ძირითადი სირთულეები გადალახული რომ უნდა გქონდეს და თამაშით ბოლომდე სიამოვნებას იღებდე. "ჩაკვე" ის კაცია, რომელსაც ამისთვის ყველანაირი რესურსი აქვს, თუმცა... ის ტოპლიგაში არაა, მაგრამ ქართველ გულშემატკივრებს მისი თამაში მაინც ძალიან აინტერესებთ და მხარს უჭერენ.

თუკი კარგად დავაკვირდებით, ეროვნულ ლიგაში საინტერესო ახალბედას ყოველთვის აღმოვაჩენთ. 2017 წელს ასეთი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, ბურთთან განსაკუთრებული მოპყრობითა და მოედნის ხედვით რომ გამოირჩეოდა, თანაც ყველაფერს სხარტად აკეთებდა. წარსული გამოცდილების გამო ბელგიის ჩემპიონატის ტრამპლინად გამოყენება
მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერდა, თუმცა გიორგის გერმანული კლუბები აქტიურად აკვირდებოდნენ და ბუნდესლიგა ახლოს ჩანდა...

Sportall.Ge

"ერთა ლიგის" პირველი გოლის ავტორი - ეს გიორგი ჩაკვეტაძის ისტორიაა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ჩვენთვის მომავალში საკმაოდ წარმატებულ ტურნირს გამარჯვებით დავიწყებდით, ყაზახური ფეხბურთის პროგრესი გვაშინებდა, ანაც საკუთარი ძალების არ გვწამდა. ვლადიმირ ვაისს დებიუტანტებზე დაყრდნობა მაინცდამაინც არ უყვარდა, თუმცა "ჩაკვეს" ენდო. პირველ ტურშიც, როცა მას თამაში თითქოს აღარ მისდიოდა, გიორგი წამიერად აფეთქდა. ეს იყო ის წერტილი, რის გამოც ჩაკვეტაძემ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "დახატა", იგივე ყაზახეთთან თბილისში გატანილი გოლი კი ყველაფერ ამის დაგვირგვინება გახდა.

ვაისის ნდობა დღემდე გრძელდება. სლოვაკმა სპეციალისტმა იცის, ვისთან აქვს საქმე და ყველანაირად ცდილობს, ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაში იპოვოს, ასე მონატრებული გოლი გაიტანოს ("ჰამბურგის" რიგებში მეტოქის კარი 2 აპრილს აიღო, მანამდეც "მშრალი" სერია ჰქონდა). გიორგიზე "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლიც ბევრს ფიქრობს, ყველაფერს აკეთებს, თავდაჯერება დაუბრუნდეს. ესაა ის, რაც "ჩაკვეს" "გენტში" აკლდა - როცა მისი სწამთ, ენდობიან და უყურადღებოდ არ ტოვებენ, ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

Sportall.Ge

როგორც შესაბამისი სპეციალისტები ამბობენ, მუხლის ის მძიმე ტრავმა, რის გამოც გიორგის ბევრი გაუცდა, გარკვეული რეციდივის შიშს მუდმივად ტოვებს და ამ მხრივ ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაძლევა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩაკვეტაძე 2 წელი ნორმალურად თამაშს ვერ ახერხებდა. 19 წლის ქართველს ხომ მადრიდის "რეალს", "ბარსელონას" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ. ვაისმა ბრატისლავურ წარდგენაზე სწორედ ეს განაცხადა, გიო გრანდებს აინტერესებდათო.

უახლოეს სანაკრებო პაუზამდე "სლოვანი" 6 მატჩს ჩაატარებს, მათ შორის ორს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ჟალგირისსა" და "პიუნიკთან". კაშიასა და კანკავასთან ერთად, საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელი ვაისი ჩაკვეტაძესაც ნდობას გამოუცხადებს. სლოვაკი ცდილობს, მოთამაშისთვის იდეალური პოზიცია მოძებნოს. "ჩაკვე" "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კარგ ხასიათსა და ფორმაში სჭირდება.

იმდენი დადებითი და უარყოფითი რამ გავიხსენეთ, რთული დასაჯერებელია, რომ 23 წლის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, ეს კი ის ასაკია, სადაც სინანულისა და წარსულში საუბრის დრო დაუშვებელია, წინ მომავალია...

altვაისმა ჩაკვეტაძეზე და მარცხზე კომენტარი გააკეთა

altჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
მინიმუმ დაბადების დღეს ნამდვილად უნდა ვისურვოთ ასე, როგორც აქ წერია. მართლა რა ცოტაა 23 წელი
რომანი
30 აგვისტო 2022 11:33
1
გიოს ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ: მალე ჩვეულ ფორმაში გვენახე, ისევ გაიბრწყინე შენი აფეთქებებით და უამრავი გატანილი გოლით!
Guja Kakhadze
30 აგვისტო 2022 12:40
1
იმედი მაქ ყველაფერი კარგი წინ ააქვს.
dato
30 აგვისტო 2022 12:09
1
მართლა ტირილამდე მივდივარ ამ ბიჭზე, იქნებ რაღაცა მოხდეს
ჩაკვეს ფანი
30 აგვისტო 2022 11:45
1
მეც ლეჩხუმელი ვარ წარმოშობით, და ჩემი დაბადების დღეცაა დღეს :) ვულოცავ ჩაკვეტაძეს და წარმატებებს ვუსურვებ!
ZIZ
30 აგვისტო 2022 14:24
2
გიო იყო იმ პირველ ერთა ლიგაზე აღმოჩენა. მართლაც შეუძლია თამაშის წაყვანა, მაგრამ რა ტრამვა მიიღო ესეთი რომ დღემდე ვერ ჩადგა ფორმაში?! მჯერა ეს ბიჭი იპოვის ძალებს და გახდება ის გიო ჩაკვეტაძე რომელმაც შეგვაყვარა თავი. გიო გილოცავ, წარმატებები...
ზაზა გ.
30 აგვისტო 2022 12:01
1
ვულოცავ გიოს! საოცარი საფეხბურთო ინტელექტის პატრონია, საოცარი მოედნის ხედვა, ღმერთმა აცილოს ტრავმები მომავალში და მჯერა ძალიან ბევრჯერ გაგვახარებს, მთავარია თვითონ ირწმუნოს საკუთარი თავის!
llcl
30 აგვისტო 2022 14:27
2
მთავარია ტრავმა აღარ გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი. მუხლის ტრავმა ურთულესია და მაგის შემდგომ თამაში საშინელი, დაუმატეთ ამას ფსიქოლოგიური ფაქტორი.
პროფესიონალია და მგონი ნელნელა ჩადგება ფორმაში.
გამორჩეულად ჭკვიანი მოთამაშეა!
პ.ს. კი ბატონო კრიტიკა აუცილებელია, კრიტიკულად ფიქრიც ძაან კარგია, მაგრამ ღვარძლიანობა რა უბედურებაა, ზოგი ისეთ რამეს წერს თითქოს უხარია წარუმატებლობა.
ზურა
30 აგვისტო 2022 14:03
1
ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ!
რატი
30 აგვისტო 2022 12:01
1
100% ყველაფერი წინააა. აგერ მილანში ჩემპიონი გახდა მესიას ჯუნიორი 31 წლის ასაკში. რომელიც 3 წლის წინ გოზანოში გამოდიოდა. ბრაზილიელი ემიგრანტი რომელიც ფეხბურთის პარალელურად ფოსტალიონად მუშაობდა.
Semi
30 აგვისტო 2022 16:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული