"ყველაფერი აიღო, დიდებულად ითამაშა!" - ობლაკმა მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩით აღფრთოვანება ვერ დამალა

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში "ვალენსია" სახლში "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა გაშვებული გოლი გიორგი მამარდაშვილის ბრალი არანაირად არ ყოფილა და უფრო მეტიც, ქართველმა "ღამურების" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ჩვენებურის ბრწყინვალე გარჯა უყურადღებოდ არ დაუტოვებია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერ იან ობლაკს. სლოვენიელი ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოში" ირიცხება. 

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო... რთული შეხვედრა გამოვიდა, უპირატესობას ვფლობდით და ბედნიერი ვარ, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, ბევრს ვუტევდით, მაგრამ მათმა მეკარემ ყველაფერი აიღო! მამარდაშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს
ბოლო წუთებამდე შანსი შეუნარჩუნა...

პირველი ნახევარი შედარებით სუსტად გამოვიყურებოდით, თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში 3 ქულა დავიმსახურეთ...", - ამბობს ობლაკი.

altმამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლორია არაა ცუდი მეკარე, მაგრამ მამარდაშვილის უთამაშებლობა სანიოლისგან იდიოტიზმია!
მირზა
31 აგვისტო 2022 08:58
2
ობლაკს ისედაც ვაფასებდი როგორც მეკარეს, თურმე პიროვნულადაც კარგი კაცი ყოფილა
nika
31 აგვისტო 2022 08:22
0
ბოლო 20 წუთი მარტო თამაშობდა
უვიცი
30 აგვისტო 2022 19:55
0
გამოცდილებასთან ერთად თავდაჯერებულებაც ემატება.წარმარებები მამარდას.
უშანგი
30 აგვისტო 2022 18:50
0
ადრეც დავწერე მამარდაშვილი კვარაცხელიასთან ერთად ყველაზე გამორჩეულია სადღეისოდ.
გიორგი
30 აგვისტო 2022 16:10
0
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ნოიერი,ტერშტეგენის სტილში დატოვა ფეხი და ძალიან მაგარი ბურთი აიღო, მეორე ტაიმზე აღარაფერს ვამბობ,ბოლოს ვალენსიის დაცვა გაჩერდა და 5 წუთის ინტერვალში 3-4 ძალიან კარგი სეივი ჰქონდა.მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნოს.
საქართველო
30 აგვისტო 2022 12:48
0
ოთხეულისთვის თუ არა იქნებ ვალენსიამ წელს ევროზონისთვის მაინც იბრძოლოს. თუ არადა მამარდას ვუსურვოთ მომავალ ზაფხულს უკეთეს გუნდში გადასვლა
აკო
30 აგვისტო 2022 12:13
2
Momaval zapxuls ratom unda wavides tu ver moxvda evropaze??endobian aakvs praktika,kargi gundi ar mgonia wasvla kargi nabiji giostvis
L.J .
30 აგვისტო 2022 12:24
2
მოწინააღმდეგისგან ასეთი შეფასება პატივსაცემია. წარმატებები მამარდა!
რატი
30 აგვისტო 2022 12:04
0
ვფიქრობ მნიშვნელოვანია მამარდასთვის ასეთი მეკარისგან ასეთი შექება. ძალინ კარგია ჩვენი გიორგი სულ უფრო თავდაჯერებული ხდება, რაც ძალიან სასიხარულოა. წარმატებას ვუსურვებ მამარდას.
G.LA
30 აგვისტო 2022 11:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული