სპალეტიმ კვარაცხელია "ლეჩესთან" სასტარტოში არ დააყენა

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და სავარაუდოდ, შეცვლაზე შეუშვებს.

ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, მინ ჟაე, ოლივეირა, ანგისა, ნდომბელე, პოლიტანო, რასპადორი, ელმასი, ოსიმენი

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 60 /
ბევრს არ მოეწონება, მაგრამ.....
დარწმუნებული ვიყავი და ყველასთან ვთქვი, რომ დღეს სპალეტი ხვიჩას სასტარტოში არ დააყენებდა. მიზეზი რამოდენიმეა:
-უკვე ფსიქოლოგიურ წნეხშია 21 წლის ახლგადასული ფეხბურთელი, რომლისგანაც მთელი საქართველო, ნეაპოლი, იტალია და უკვე ბევრი მთელ მსოფლიო ყოველ თამაშში საოცრებას ელის
-მეტოქის ყველა მწვრთვნელი უკვე სპეციალურად ამზადებს მცველს და ნახევარმცველს ხვიჩასთან სათამაშოდ, ხვიჩას გაჩერება უკვე მცველის დიდი წარმატებად ითვლება
-ზედიზედ რამოდენიმე ჩაგდებული თამაშის შემთხვევაში ხვიჩამ შეიძლება თავდაჯერებულობა დაკარგოს
- ისეთი გრაფიკია (ზუსტად ერთ კვირაში ლივერპულთანაა თამაში), უახლოესი ორი კვირა გუნდს ყოველ მესამე დღეს უწევს თამაში, ხვიჩა ჯერ კიდევ არაა იმ სტადიაზე, ამ ტემპს გაუძლოს.
სპალეტი მშვენიერი მწვრთვნელია, სწორად დასვა ხვიჩა სკამზე, შემოუშვებს მე-60 წუთის მერე და ჩვენი ბიჭიც მეტი აგრესიით ითამაშებს და შედეგიც აუცილებლად იქნება.
წინ ურთულესი სეზონია და ხვიჩას უამრავი შანსი ექნება, სპალეტის კიდევ ჯერ მაინც უმიზეზოდ აგინებთ, თუ დაიმსახურებს, მეც აუცილებლად შემოგიერთდებით:
zaz197
22:26 31-08-2022
1
მარტო კვარა კი არა 5 ძირითადის ფეხბურთელია სკამზე. ხო უნდა მივხვდეთ, რომ ასვენებს ძირითადის მოთამაშეებს, რაამბავია ნაპოლის გვერდზე, ფუ რა სამარცხვინო კომენტარებს წერენ ქართველები. მრცხვენია
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული