"ბარსელონა" ზამთარში მამარდაშვილის შეძენას შეეცდება" - ესპანური პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე გრანდი "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას გეგმავდა.

ცნობილი ესპანური გამოცემის Elgoldigital-ის მტკიცებით, "ბარსელონა" ზამთარში "მამარდას" დამატებას განიხილავს.

"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბსა და ბორდს შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი სეზონიდან მარკ ანდრე ტერ შტეგენი "ბლაუგრანას" ღირსებას აღარ დაიცავს, კატალონიურ კლუბს მისი გაყიდვა მოუწევს, რადგან 2025 წელს გერმანელი თავისუფალი აგენტი ხდება. მისი დღეები "კამპ ნოუზე" დათვლილია. მას შემდეგ, რაც ესპანურმა გრანდმა კარლოს სოლერისა და ხოსე გაიას შეძენა ვერ შეძლო, ჟოან ლაპორტა გიორგი მამარდაშვილის
გაფორმებას ეცდება.

ამრიგად, ზამთრის სატრასნფერო ფანჯარაზე, კლუბის მთავარი სამიზნე ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის დამატება იქნება. იასპერ სილესენის წასვლის შემდეგ, ქართველი სასტარტო თერთმეტეულის უცვლელი წევრია და ბრწყინვალე ფორმაშია. "ბარსა" აპირებს ქართველის სანაცვლოდ "ვალენსიას" 19 მილიონი ევრო შესთავაზოს. მამარდაშვილს "ღამურებთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

altPOSTV - გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს ახანგრძლივებს, გამოსასყიდი თანხა - 100 მილიონი

altMarca: მომდევნო 48 საათში შესაძლოა გიორგიმ "ვალენსია" დატოვოს



მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ პირველი მეკარეობის გარანტიას არ მიიღებს ჯობია დარჩეს
დათო
20:32 04-09-2022
2
წარმატებები ამ მაგარ ბიჭს.
0

სიახლეები პოპულარული