კვარაცხელია ქართველ ემიგრანტებს პოსტს უძღვნის

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით განცხადება გაავრცელა:

"მოგესალმებით, ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობის კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების
ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა ! მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში - ხვიჩა კვარაცხელია."

შეგახსენებთ, კვარაცხელიას სერია "ა"-ში უკვე 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს, უახლოესი გამოცდა კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 7 სექტემბერს, შინ "ლივერპულთან" ელის.

altხვიჩამ პოზიტივი შემოიტანა - აღფრთოვანება და იტალიელების შედარება მარადონასთან

მკითხველის კომენტარები / 21 /
შედით და გადახედეთ ხვიჩას ფეისბუქზე კომენტარებს, მაგ პოსტის ქვემოთ. იქაც ქოცებად და ნაცებად გაიყვნენ და ჩხუბი ატეხეს კომენტარებში.
ამ ბიჭს ხო არ დაუწერია ქოც ემიგრანტებს ვუხდი მარტო მადლობას და ნაცებს არაო ან პირიქით.
ყველაზე დადებითი და სუფთა გულით დაწერილი პოსტია რაც აქამდე ვინმესგან მინახავს.
აქაც მოძებნეს მიზეზები.
რა ეშველება ჩვენს ხალხს მე არვიცი.
ეს საერთო სიხარული,რასაც ხვიჩა ყველა ქართველს ჩუქნის, რანაირად შეიძლება ისევ გახლეჩვის და ერთმანეთის სიძულვილის ნთხევის მიზეზად გადააქციო, სრულიად უწყინარ ვითარებაში.
:(
Skeleton
21:07 04-09-2022
0
დიდებული პიროვნებაა ყველაფერთან ერთად. ცხოვრება გაგვილამაზა, მადლობა ღმერთს რომ ასეთი ტალანტი მოგვივლინა. ხვიჩა წინ გაუძეხი ჩვენ ჯიგრიან ნაკრებს, მონდომებული ბიჭები არიან. შორს არ არის ის დრო რომ შევაღოთ ევროპის ჩემპიონატის ან მუნდიალის კარი
რაბუ
21:58 04-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული