მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი 16 წუთში გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს, საბოლოოდ კი მეტოქე გაანადგურეს.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ერთ მომენტში აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი, თუმცა კარის "მშრალად" შენახვა ვერ შეძლო - გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება.
„ვალენსია“ 6 ქულით მე-10 ადგილზეა და 10 სექტემბერს სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.
ვალენსია. „მესტალია“. 38 725 მაყურებელი
ვალენსია - ხეტაფე 5:1
გოლები: 1:0 ლალო (7), 2:0 ლინო (14), 3:0 კასტილიეხო (16), 4:0 გონსალესი (65), 5:0 დურო (68), 5:1 ალვარესი (78)
გაძევება: მორიბა (88), არამბარი (90+5)