"ლივერპულო", ფრთხილად, ხვიჩამ სერია A უკვე დაიპყრო, ახლა კი თვალი ჩემპიონთა ლიგას დაადგა" - Goal.com-ის ვრცელი სტატია "კვარაზე"

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.

ცნობილი გამოცემა Goal.com-ი ჩვენებურს ვრცელ სტატიას უძღვნის და გარემარბს "კვარადონას" უწოდებს.

"21 წლის ახალგაზრდამ ნეაპოლური თავგადასავალი შთამბეჭდავად დაიწყო და დღეს "ლივერპულს" უზარმაზარ საფრთხეს შეუქმნის. ხუთ შეხვედრაში უკვე ოთხი გოლი გაიტანა და გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში ეხმარება. "სქაუზერებმა" კარგად იციან, რომ მის შეჩერებაზე ზრუნვა მოუწევთ.

"კვარადონა" - ასე მიმართავენ მას "ნაპოლის" გულშემატკივრები. მსგავსი ზედმეტსახელი ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი ფუფუნებაა, განსაკუთრებით იქ, სადაც მარადონა მეფეა, მეტროსადგურები, კედლები და ახლა
უკვე სტადიონიც კი არგენტინელის პატივსაგებადაა შექმნილი. 

"პარტენოპეის" გოლების მესამედი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. "არის რაიმე, რაც ამ ბიჭს არ შეუძლია?" - აღნიშნა კომენტატორმა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა 25 იარდიდან ულამაზესი გოლი გაიტანა, მანამდე კი რამდენიმე მცველი გააბრუა. მისი მოძრაობები ცეკვას მოგაგონებდათ. საიდან მოვიდა ის? - პასუხია ბათუმის "დინამო", საქართველოს მოქმედი ჩემპიონი.

Sportall.Ge

"ნაპოლიმ" გარემარბში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. თუ მის თამაშს და ახლანდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ეს თანხა, ფაქტობრივად, არაფერია. რომის "ლაციოსთან" "კვარამ" გუნდს ულიდერა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

კვარაცხელიას საკუთარ სამშობლოში "ქართველ მესის" უწოდებენ, მაგრამ მისი კერპი მეორე სუპერვარსკვლავი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოა. ხვიჩას 7-ნომრიანი მაისურის მორგებაც მის საპატივცემულოდ სურდა.

საქართველომ წლების განმავლობაში ევროპულ ფეხბურთს რამდენიმე ვარსკვლავი აჩუქა: იტალიაში, "მილანთან" ერთად, კახა კალაძემ უამრავი წარმატება მოიპოვა; შოთა არველაძემ "აიაქსთან" და "რეინჯერსთან" ერთად შეძლო ტიტულების მოპოვება; პრემიერლიგის გულშემატკივრებს კი თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქინქლაძის უნიკალური ტალანტი, რა თქმა უნდა, ემახსოვრებათ.

Sportall.Ge

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ხაზი შეწყდა. სწორედ ხვიჩა აღმოჩნდა მოთამაშე, ვინც, სავარაუდოდ, წარმატებული ქართველი ფეხბურთელების გზას გააგრძელებს. ნაკრებში 17 შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 8 გატანილი გოლია და ზედიზედ ორჯერ საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მსგავსი შედეგისთვის გიორგი ქინქლაძესაც კი არასდროს მიუღწევია.

"ნაპოლის" გულშემატკივრებს კვარაცხელია უკვე შეუყვარდათ. მოდით, ვაღიაროთ, ის ვერ მიაღწევს იმდენს, რამდენსაც მარადონამ იტალიურ კლუბში მიაღწია, ამას ვერავინ შეძლებს, მაგრამ მცდელობის ყურება ნამდვილად სასიამოვნო იქნება.

"ლივერპულო", ფრთხილად იყავი, მან სერია A უკვე დაიპყრო, ახლა კი თვალი ჩემპიონთა ლიგაზე უჭირავს".

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ლივერპულის" შეხვედრა დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

altყველანი ეკრანებთან - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას "ლივერპულთან" იწყებს!




მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია რუსეთი რომ არსად ახსენეს!!!!
გიორგი
19:26 07-09-2022
0
შენ ყველაფერს მაღწევ ხვიჩა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული