"ხვიჩამ შესანიშნავად ითამაშა" - იტალიური ფეხბურთის ლეგენდები კვარას აქებენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ესეკიელ ლავეცი და "მილანის" ლეგენდა კლარენს ზეედორფი "ნაპოლისა" და "ლივერპულს" შორის გამართულ შეხვედრას (4:1) გამოეხმაურნენ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩიეს.

"კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა. ბოლოს ცოტათი დაიღალა და ამიტომ შეცვალეს, მაგრამ უმაღლესი ხარისხის შეხვედრა ჩაატარა და მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელს ვულოცავ", - განაცხადა ლავეციმ.

"ამ საღამოს "ნაპოლი" ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ბრავო სპალეტის. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, ხვიჩა კი ძალიან მამაცი ფეხბურთელია", - აღნიშნა ნიდერლანდელმა.



alt"ის გუნდს რაღაც სხვას, განსაკუთრებულს სძენს" - ცნობილი საფეხბურთო ექსპერტები ხვიჩას

თამაშს ეხმაურებიან

alt"ვარჯიშზე დედას დავყავდი, სულ ჩემ გვერდით იყო" - ხვიჩა კვარაცხელია

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაიღალა არა კვატი. რო დაეტოვებია სასტარტოში ერთ გოლს მაინც გაიტანდა.
ლომი
17:43 08-09-2022
2
ფსიქოლოგიურად უნდა მოძლიერდეს ხვიჩა, უნდა გაუთამამდეს პარტნიორებს პირველ რიგში და კარგი გაგებით ცოტა "ნაგლი" უნდა იყო მოედანზე, ხვიჩას თამაშს რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ცოტა შებოჭილია და ეს აკომპლექსებს, ყოველი გაცუდებულ მომენტს ისე განიცდის თითქოს მეტს ვერ შექმნის და ამის გამო დატუქსავენო, უნდა დაიკიდო მაგ დროს, რაც მეტად დაითრგუნები უფრო მეტ მომენტს გააფუჭებ და ბოლო დარტმის წინ შეიძლება ფეხიც აგიკანკალდეს ხოლმე, ეს კომპლექსები უნდა მოიხსნას, მერე ნამდვილად ხვიჩას გამჩერებელი არავინ არ იქნება, ტვინი კარგად უმუშავებს და ტექნიკაც უმაღლესი აქვს, მთავარია რომ ეს ადაპტაციის კომპლექსი მოიხსნას რაც შეიძლება მალე, შეხედეთ მბაპეს ტიპი რა ნაგლია მოედანზე, საერთოდ არ იმჩნევს არავის თავის გვერდზე, აი მასეთი უნდა იყო მოედანზე, სხვანაირად დაიჩაგრები
მამუკა
18:03 08-09-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული