"ლეხი" ფრეს დასჯერდა - წიტაიშვილს სათამაშო დროის პრობლემა შეექმნა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში „ლეხმა“ შჩეცინში გამარჯვება 90+9-ე წუთზე გაუშვა ხელიდან და ფრეს დასჯერდა - 2:2.

პოზნანურ გუნდში 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო იყო. კონფერენს ლიგაზე „ვილიარეალთან“ გასულ შეხვედრაში ნიკამ 90-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიომ ბოლო 12. წიტაიშვილი „ლეხში“ უკეთესის იმედით გადავიდა, მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და აშკარაა, რომ პრობლემა შეექმნა.

„ლეხს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით მეათე ადგილზეა და 15 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე „აუსტრიას“ უმასპინძლებს, 18-ში კი პოლონეთის ჩემპიონატზე პოზნანში „ვარტას“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აზაროვს ცხვირი აქვს გატეხილი და მაგიტომ არ თამაშობს.
რრრ
12 სექტემბერი 2022 11:59
0
არ თამაშობენ, მარა ხო ვარჯიშობენ, ფორმაში ხო არიან? თუ არც ვარჯიშობენ და არც ემზადებიან?
ზვიადი
12 სექტემბერი 2022 10:36
0
Azarovi,witaishvili,davitashvili,gvilia,zivzivadze(am bolos),aburjania,kakabadze,oqriashvili,qvilitaia faqtiurad ar tamashoben...dvali,kiteishvili tramvirebuli...nakrebis tamashebi axlovdeba da ragac ar momwons es situacia...
Givi
11 სექტემბერი 2022 21:30
8
საშინელება ხდება, წიტაიშვილს რა აქვს დასაწუნი ვერ გავიგე ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა და ხვიჩას და ზურიკოს ტოლს არ უდებს, ლეხის სათადარიგო არვიცი რას ნიშნავს
უვიცი
12 სექტემბერი 2022 02:07
1
Sheukmnes ras nishnavs???anu qarvelia rom aris magitom ar atamasheben???
L.J .
11 სექტემბერი 2022 21:27
7
აზაროვი რას შვრება?!

ტიპი ევროპის ერთ-ერთ უბანძეს და უსუსტეს ჩემპიონატში გადავიდა სადაც განაცხადშიც ვერ ხვდება...
რიკი
11 სექტემბერი 2022 21:11
2
Wina turis tamashs vuyure dakarga da goli gavida tan marjvena prtidan,sheidzleba magitom araa ganacxadshi
L.J .
11 სექტემბერი 2022 22:03
0
არ იმსახურებს ალბათ, თორემ ჩვენი მტერი არავი არაა, ამდენ ხანში ერთი გოლი უნდა გაეტანა. არ იხარჯება ეტყობა ბოლომდე ვარჯიშებზე.
ეეე
11 სექტემბერი 2022 20:49
7
ჰოდა უნდა აიბარგონ, როგორც კი შანსი მიეცემათ მას შემდეგ, რაც ნაკრები კიდევ უფრო შორს გავა!
ლაშა
11 სექტემბერი 2022 20:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული