"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსსაც", თუმცა... - კახა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

AutoSharing Option
კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. თბილისის მერმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები გაამხილა და ისურვა, რომ "კვარა" ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში იხილოს:

"მქონდა საუბარი ჯენარო გატუზოსთან, როდესაც ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინაც კი გადაწყვეტილი იყო, როდესაც ხვიჩა "რუბინში" თამაშობდა, უბრალოდ მოლაპარაკება ვერ ხდებოდა იმაზე, თუ რა თანხად უნდა ეყიდათ კვარაცხელია.

"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსიც" დაინტერესებული იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, "ნაპოლი" მაინც უფრო ახლოს იყო ამ გადაწყვეტილებასთან. მინდა, მას გულწრფელად წარმატება ვუსურვო და კიდევ უფრო ესახელებინოს
ჩვენი ქვეყანა... კიდევ უფრო მეტი გამარჯვება და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია", – განაცხადა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
აქ კომენტარებში კარგად ჩანს როგორი
თქვენიიიი………!!!!!
13 სექტემბერი 2022 20:50
0
კალა იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობდა,მარტო იმბეცილმა შეიძლება ვერ დაინახოს რა დონის მცველი იყო!იმედია კვარაც იგივე გზას გაყვება და ჩლ თასს აწევს!წარმატებები კვარას.კალას დაუფასდა წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა,იმედია კვარასაც დაუფასდება!
BOSS
13 სექტემბერი 2022 20:11
1
კალა თავისი სტილი ჰქონდა ბურჯი იყომილანისბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ერთი ყველაზე ჯიგარი ეგ არი ...ჰე და იყვირეთ მიდი. გოლებზე კიდე კაცს წაშლილი ჰქონდა სახე.ჰე მიდით აპა ილაპარაკეთ.ჰე
გოგა
13 სექტემბერი 2022 13:13
2
მე ვიძახი მესისთან ახლოს ..აღარ იტყვი ზიდანი და ძმანი მისნი..რა იოლად ვლაპარაკობ ამ კორიფეებზე მე მგონი ახლა მთავარია ფსიქოლოგიურად იყოს დაცული..ფეხბურთის მაფიამ გული არ გაუტეხოს.კვარაცხელიაა..უნდა გაუძლოს
გოგა ფანი
13 სექტემბერი 2022 12:56
0
ბიჭი ბრდღვნის ყველაფერს და ამ პოლიტიკოსების ბოდვებს ვერ გაუმკლავდება? მე მას ვუყურებ როგორც ახალგაზრდა ვაჟკაცს. და ასეც არის.
დავით67
13 სექტემბერი 2022 09:38
0
არ ვიცოდი ეს რომშიც თუ ღვრიდა ოფლს))))))))))))))))))
რომა რომიდან
13 სექტემბერი 2022 00:00
2
რა ქულებს იწერს ეს ქალაქის მერი. შეგვაკვდა ხელში დედაქალაქი, საქმეს მიხედოს.
ანდრი
12 სექტემბერი 2022 18:26
66
ვის ვის და კალას სიტყვა ყოველთვის ეთქმის ფეხბურთზე და ნუ დაიწყებთ ხოლმე და ნუ შექმნით ვაი უშველებელს.
გეგი
12 სექტემბერი 2022 20:08
8
ამ კვარას ახლა ისე შეუჩნდებიან, თავგზას აუბნევენ. იქით ქარაფშუტა გოგოები, აქეთ პოლიტგარდაქეშანები და ........ღმერთა ხელი მოუმართოს.
oto
12 სექტემბერი 2022 17:43
20
ჩამოვა სანაკრებო შეკრებაზე და მოუვარდებიან თავისი ბინძური პოლიტიკის გასაპიარებლად ნაკრების მაისურებით, სელფებს გადაიღებენ და მოუშლიან ბიჭს ნერვებს. დაAბავენ ფსიქოლოგიუარდ. აქაოდა ჩვენი დამსახურებაა ხვიჩას წარმატებაო.
შეეშვით რა.
las
12 სექტემბერი 2022 15:58
7
ხვიჩას მივმართავ. საერთოდ არ წაიკითხოს ეს ქართული საიტების და ტელევიზიების სიუჟეტები და კომენტარები.
მხოლოდ და მხოლოდ დამატებით ზეწოლას მოახდენს მასზე.
ყველა როგორ ცდილობს წილში ჩაუჯდეს წარმატებაში.
ხვიჩა გამორთე ქარტული საინფორმაციო სივრცე.
las
12 სექტემბერი 2022 15:55
8
100%
გოგა
12 სექტემბერი 2022 16:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული