"მეცის"გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აგვისტოში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
მიქაუტაძემ აგვისტოში ლიგა 2-ის 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დისკვალიფიკაციის გამო გიორგი დღეს "გინგამთან" ვერ ითამაშებს, მაგრამ ფანზონაში ქომაგებისთვის ავტოგრაფებს დაარიგებს.