"სლოვანი" ერევანში დამარცხდა - კაშიამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „სლოვანი“ გასვლაზე „პიუნიკთან“ 0:2 დამარცხდა.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე აქტიური იყო, სამი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

„სლოვანი“ H ჯგუფში 1 ქულით აუტსაიდერია და 6 ოქტომბერს სტუმრად ლიდერ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
პიუნიკი - სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 დაშიანი (35), 2:0 ოტუბანჯო (36)

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩაკვე სლოვანში 20 თამაში 0 გოლი, 0 პასი, ჩაკვე ჰამბურგში 11 თამაში 1 გოლი რიკოშეტით, 0 პასი, ჩაკვე გენტში 3 წელი 3 გოლი.არივედერჩი დეარ!
წაიკითხე ხმამაღლა
16 სექტემბერი 2022 08:10
12
საიდან იგროვებთ ამდენ ბოღმას და სიძულვილს?!ჩაკვე ნაკრებში, სტატისტიკაც გენახა ბარემ,მაგრამ მაშინ აუგს ვეღა იტყოდი და ამიტომ აღარ ახსენე!ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა,გულსაო.ეს ხალხის ნათქვამია და კიდევ ერთი ნათქვამიც აქვს ხალხს.ავსა კაცსა,ავი სიტყვა,სადმე წინ დაუხვდებაო!ვისთვის რა დაუშავებია?ერთი ჯგუფური ტურნირი,საკუთრივ მოიგო და ამას იმსახურებს?ბიჭი ცდილობს,ძველი ფორმა დაიბრუნოს.შრომობს.საგრძნობი წინსვლაც აქვს და შენ,ყველაფერზე წყალს ასხავ,რომ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს.ამას რა ჰქვია?შენ თვითონ დაარქვი სახელი.წუხელ მოედანზე საუკეთესო რომ იყო,ის მაინც თუ შენიშნე?ეგეც ხომ შეგეძლო აღგენიშნა.არა მგონია გაგეხარდეს,მაგრამ ნაკრებშიც დააყენებენ ჩაკვეს და გოლებსაც გაიტანს.დღეს და ხვალ თუ არა,მომავალში მაინც.
სოსო
16 სექტემბერი 2022 11:36
1
მარტო გოლებით თუ ითვლი შენ ფეხბურთელი წარმატებას არ ყოფილხარ ამ სპორტთან ახლოს. არაა ჩაკვეს პირველი მოვალეობა გოლების გატანა
gia
16 სექტემბერი 2022 10:46
1
ძალიან უკლასო გუნდია ეს სლოანი ელემეტარუ ბურთს ვერ აჩერებენ და სწორ პასს ვერ აკეთებენ ძალიან დამდგარ მძიმე ფეხბურთს თამაშობენ მოძრაობა პრესინგი საერთოდ არ აქვს გუნდს ასეთ გუნდში მესი რომ დამატო ის ვერ გააკეთებს ვერაფერს.
გოჩა
16 სექტემბერი 2022 03:07
3
ჩაკვე.რა ჭირს ამ ბიჭს ძველი ჩაკვეს ლანდია დარჩენილი სამწუხაროდ ვძალიან სუსტად ითამაშა გუშინ.სხვასთან ვიღასთან უნდა ითამაშოს შემტევ ნახევარმცველს გოლი არ აქვს გატანილი.სამწუხაროა.
ლევანი
16 სექტემბერი 2022 11:11
1
გურამ შენ ხარ ნაციონალი, ნაცების დროს ყველასთან ვაგებდით ყველაფერში. ახლა დავბრუნდევით მშობლიურ რუსულ სამყაროში და ყველაფერი დალაგდება, უყურეთ ტელევიზია სეზონს იქნებ რამეზე თვალი აგეხილოთ
ნიკოლოზ მჟავანაძე
16 სექტემბერი 2022 00:06
27
მაგ ეგრეთ წოდებული წარმატება დგას იმაზე, რომ თერთმეტი ფეხბურთელიდან ცხრა უცხოელია...და მიტომაა რომ მათი ნაკრები ვერ იღებს შევსებას...ჩვენთანაც ასე გინდათ?... კლუბების ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე ლეგიონერების ხარჯზე გასვლას ჯობია რომ ქართველები თამაშობდნენ მომავლის პერსპექტივით...წარმატება თორე მაგათმაც თასი არ აიღონ, ან თუნდაც მეოთხედფინალამდე მიაღწიონ.
ქუთაისი
15 სექტემბერი 2022 23:48
15
ისე არც სანაკრებო დონეზე გვაქვს სომხეთზე უკეთესი შედეგები, რომ იცოდე პირიქითაა. და ისე, რომ ვთქვათ დიახ საკლუბო ფეხბურთი უნდა იყოს პრიორიტეტული ჯერ და მერე სანაკრებო. კლუბის მოვალეობა არა არის ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდება
ზურა
16 სექტემბერი 2022 12:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული