"ტოტენჰემმა" მისი ხელიდან გაშვებით შეცდომა დაუშვა" - უცხოური გამოცემა "მამარდას" შესახებ წერს

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველი "ღამურების" რიგებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და გასულ კვირას ლა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

უცხოური გამოცემა hitc.com გიორგის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ლონდონის "ტოტენჰემმა" მასზე უარის თქმით შეცდომა დაუშვა.

"ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი "ბოქსინგ დეიზე" 36-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. მართალია, ფრანგი ჯერ კიდევ ჩინებულად გამოიყურება და "სპორტინგთან" მარცხის მიუხედავად, გუნდი გაშვებული გოლისგან უამრავჯერ იხსნა, თუმცა "დეზების" ხელმძღვანელობამ მის შემცვლელზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოს, იმის ფონზე, რომ ბოლო სეზონების მიხედვით უგო
არასტაბილურად გამოიყურება და მისთვის უჩვეულო შეცდომებს უშვებს. 34 წლის ფრეიზერ ფოსტერი მისი ერთადერთი შემცვლელია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ასაკის გათვალისწინებით, ლორისის როლისთვის ინგლისელი კიპერი შეუფერებელია.

"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც "ღამურებმა" მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად შეიძინა, "ტოტენჰემის" რადარზე ჯერ კიდევ გასულ სეზონში აღმოჩნდა.

"გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა და ძალიან გვეხმარება" - აღნიშნა ვალენსიური გუნდის მცველმა გაბრიელ პაულისტამ.

"21 წლის ქართველმა კიდევ უფრო მოუმატა და გრძელვადიანი კონტრაქტიც დაიმსახურა. Marca-ს ინფორმაციით, მისი ხელფასი 10-ჯერ გაიზრდება. უფრო მეტიც, "მამარდას" გამოსასყიდი თანხა 86 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება. "დეზებს" მისი შეძენა სულ რაღაც 17 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა ნაბიჯი არ გადადგეს, ამ გადაწყვეტილებას კი ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ინანებს.

იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ სეზონში ფოსტერისა და ლორისის ჯამური ასაკი 80 წელს მიაღწევს, ძნელი წარმოსადგენია იპოვონ მეკარე, რომლის საფასურიც 17 მილიონი იქნება და ექნება ისეთი უნარები და ლიდერული თვისებები, როგორებსაც უგო ლორისი ფლობს. ფრანგის წასვლა ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ ქართველი მეკარის ხელიდან გაშვება და მის ნაცვლად ფოსტერის შეძენა, უბრალოდ, შეცდომაა" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრას "სელტას" წინააღმდეგ 17 სექტემბერს გამართავს.

alt"მამარდა" დაფრინავს! - ლა ლიგამ გიორგის ზედიზედ ორი ბრწყინვალე სეივი მე-5 ტურში საუკეთესოდ დაასახელა [VIDEO]

altგიორგიმ პირველ 20 წუთში 4 რთული ბურთი მოიგერია - "ვალენსია" "რაიო ვალეკანოსთან" დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 6 /
ვფიქრობ მამარდა და ხვიჩა დააფიქრებენ ეცროპაში ზოგიერთებს. ასეთ სასაცილო ფასად ასეთი ბიჭების ხელში ჩაგდება არც აფრიკიდან არ ხდება მგონი. იმედია ჩვენ ბიჭებს შემოხედავენ და ევროპისკენ გზა გაეხსნებათ უფრო ფართოდ.
G.LA
14:15 16-09-2022
1
გასკდნენ გულზე ტოტენჰემში. ყოფილიყო ბრაზილიელი ცალხელასაც აიყვანდნენ. მიდი გიორგი აჯობე ყველას. ეს ბიჭები აცნობენ ევროპას ქართველ ფეხბურთელებს. სასწრაფოდ გვჭირდება სკოლები და აკადემიები რეგიონებში, რომ ჩვენი ბიჭები დაუბრკოლებლად მიდიოდნენ დიდ გუნდებში.
ქომაგი
12:47 16-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული