გიორგიმ პირველ 20 წუთში 4 რთული ბურთი მოიგერია - "ვალენსია" "რაიო ვალეკანოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეშვიდე ტურში "ვალენსია" "რაიო ვალეკანოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე ისი პალასონის გოლით დაწინაურდნენ. მატჩი კვლავ "რაიოს" უპირატესობით წარიმართა და რომ არა გიორგი მამარდაშვილი, პირველ ნახევარში სხვაობა არაერთხელ გაიზრდებოდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ, პირველ 20 წუთში 4 ურთულესი ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლებისგან იხსნა.

მეორე ნახევარში "რაიო ვალეკანოს" შეტევები გაგრძელდა და 51-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ნიკო გონსალესმა საკუთარ კარში ჩაჭრა, "ღამურებმა" მსაჯის მიერ დამატებულ დროში მუსა დიაჰაბის გოლით შეხვედრაში
ანგარიშის შემცირება მოახერხეს, თუმცა დრო აღარ ეყოთ და ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

"ვალენსია" სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება და 17 სექტემბერს "სელტას" უმასპინძლებს.

მადრიდი. „დე ვალეკასი“. 12 085 მაყურებელი
რაიო ვალეკანო - ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 პალასონი (5), 2:0 გონსალესი (52, საკ. კარში), 1:2 დიაჰაბი (90+3)

altმამარდაშვილი "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის სასტარტოშია

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი პრაქტიკა ექნება ვალენსიას დაცვის ხელში :) წარმატებები გიორგი და ყოჩაღ მაგარი ხარ
2
გიორგიიიიიიი შენ ხარ სუპერ ბიჭი და მაგარი მეკარე! დიდ წარმნატებებს გისურვებ და აბა შენ იცი გული არ გაიტეხო იცოდე მეტი შრომა და მეტი სედეგი.გენაცვალეეეეე.
გეგი
20:32 10-09-2022
4

სიახლეები პოპულარული