ჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების, "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ "მილანისა" და "პარტენოპეის" შორის მოახლოებული თამაშის შესახებ Lega Serie A-ს ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

იტალიელის განცხადებით, ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა.

"ჰგავს თუ არა "კვარა" მარადონას? - არა, ახლოსაც არ არის და გთხოვთ, შედარებას ნუ აკეთებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ხვიჩამ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს და ვიწრო სივრცეებში შეტევის მიმართულებას კარგად ცვლის, ორივე ფეხით იდეალურად ურტყამს, საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბევრჯერ გვიჩვენა.

"ნაპოლის" ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი,
შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვლილია, ახალმა მოთამაშეებმა ადაპტაცია მალევე გაიარეს და გუნდის გამარჯვებებში საკუთარი წვლილი შეაქვთ" - განაცხადა ფერარამ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია "სან სიროზე" პირველ ეტაპს დახურავს და საქართველოში გამოემგზავრება

alt"სპალეტის "კვარასადმი" დამოკიდებულებით შოკირებული ვარ" - ნეაპოლელი პროფესორი ხვიჩას გამოექომაგა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თემასთან რა შუაშია და ფერარაზე სულ ის მახსენდება იუვეს მწვრთნელობის დროს არ ვიცი რა გააკეთა ასეთი მარა ქართული სპორტული გაზეთი იყო მგონი სპორტინფო მანდ პირველ გვერდზე დიდი ასოებით დაწერეს "ჩირო-შე სირო"
აკო
18 სექტემბერი 2022 10:39
0
ვერ ხვდებით, რომ აკნინებთ ხვიჩას. არავისაც არა ჰგავს, არის ხვიჩა კვარაცხელია და თავის კვალს დატოვებს როგორც ხვიჩა კვარაცხელია.
ზაქრო
18 სექტემბერი 2022 10:27
0
მარადონა დიდი იყო! ლეგენდა და შეუჩერებელი. კვარა ეხლა იწყებს და რა იქნება არ ვიცით. ღმერთმა ხელი მოუმართოს და შეეწიოს. მაგრამ უნდა გამოეთქვა მასაც და ყველაა რომ არ შეიძლება კვარადონა .... ეს უკვე სასაცილოა და მეტი არაფერ. კვარა არც გავს და არც მარადონას სტილს თამაშობს და საერთოდ საერთოს რას ხედავთ? დრიბლინგს? ნახეთ მარადონას ფრიბლინგები და მიხვდებით ვინ იყო, ასე მგ ონია არც კი გინახავთ და არც იცით რას ამბობთ. ასე რომ უბრალოდ კ ვ ა რ ა!!!! ასე ჯობს
ქართველი
18 სექტემბერი 2022 00:44
0
ნუ ათქმევინებთ ყველას გოიმიაო, თავიდანვე პროტესტი უნდა გამოთქმულიყო მარადონასთან შედარებაზე. ხვიჩას თავის ხელწერა აქვს და ისიც ეყოფა, არავითარი ქაჯური კლიჩკები
სტალინი
17 სექტემბერი 2022 22:44
0
ხვიჩას მარადონა დაუძახეს იმ იმედების გამო რაც მისი თამაშიდან გამომდინარე გაუჩნდათ, კერძოდ კი, თვლიან რომ სკუდეტოს მოგების შანსი გაუჩნდა ნაპოლის კვარას თამაშიდან გამომდინარე.
ფეოლა
17 სექტემბერი 2022 21:04
1
ამერიკის აგენტი იქნება ეს ჩირი...
$
17 სექტემბერი 2022 19:37
9
მართალს ამბობს ეს კაცი, არაფრით არ გავს მარადონას, სულ სხვა სტილს თამაშობს. ის, რომ ხვიჩა მაგარია, არ ნიშნავს, რომ მარადონა ეძახო. მარადონასთან შედარებით რაღაცნაირად უაზრო ტვირთს ჰკიდებთ ადამიანს - აგერ მესიმ გადააბრუნა ლამის ფეხბურთი და ერთმნიშვნელოვნად მაინც ვერ იტყვი, მარადონაზე დიდიაო. ამას, როგორც მინიმუმ, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჭირდება. ნეაპოლისთვისაც მარადონა სულ სხვა მოვლენაა და ლოგიკურიცაა, რომ ვიღაცეებს აღიზიანებთ კიდეც მის სახელთან შეხება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სხვა შერქმეული სახელი - კვარავაჯო, ბევრად კარგია ხვიჩასთვისაც და სულ სხვა რამეზე მიანიშნებს. ვერც კარავაჯოს ჩრდილში ვერ მოექცევა ვერასოდეს იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ მხატვარი არაა და ფეხბურთელია :)
დათა თუთაშხია
17 სექტემბერი 2022 18:36
1
შურიანი ადამიანები ყველგან არიან, მათ შორის- იტალიაშიც.
მარიამი
17 სექტემბერი 2022 22:35
6
Чиро, ещё не вечер...
ლაშა
17 სექტემბერი 2022 16:56
7
მსგავსება არის კაკასთან და კრუიფთან მოძრაობებით ბევრი წერს ამ მსგაბსებებების შესახებ. ასევე ბესტს შეადარა მსოფლიო ჩემპიონმა ტარდელიმ ასევე გავს მოძრაობებით მომენტებში .მარადონა ცაცია იყი სტილით ქინქლაძე გავს მარადონას ასევე გეორგ ჰაჯი .კვარადონა ეს ზოგადად გამოხატულებაა სიყვარულით და აეწყო სიტყვები დაარქვეს და ადამიანს უხარია ხალს უხარია საქართველოს უხარია და იძახოს ეხლა ჩირომ არაო და
Gg
17 სექტემბერი 2022 16:51
0
თამაშის სტილით ყველაზე მეტად მარკო ასენსიოს გავს.
გელა
17 სექტემბერი 2022 15:56
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული