"ჩე კვარა კომენდანტე" - კვარაცხელია ნეაპოლელთა ჩე გევარაა და მისი ატრიბუტიკის რეალიზაცია დაიწყეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში იმდენად პოპულარულია, რომ მისი მაისურები ყველაზე მეტად გაყიდვადია და ამას გარდა, ჩვენებურის ატრიბუტიკის რეალიზაცია დაიწყეს.

Il Mattino წერს, რომ ქალაქში ჭკუაზე არ არიან ქართველის თამაშის გამო, ეს 10 მილიონ ევროდ შეძენილი ვარსკვლავისთვის ჯადოსნური დროა და ნაპოლიმანიას ბრენდმა Enrico e Marianna Durazzo-მ ატრიბუტიკის გამოშვება დაიწყო.

ერნესტო ჩე გევარა კომენდანტეს ანალოგად ხვიჩას "ჩე კვარა კომენდანტე" უწოდეს და ჭიქებზე წარწერით გამოსახეს - "Hasta El gol siempre". "კვარას" ეს და კიდევ სხვა სახის ატრიბუტიკა via Toledo-ს მაღაზიაში გაიყიდება.

მათთვის ამ ზაფხულამდე
თითქმის უცნობი 21 წლის ბიჭი უცბად ნეაპოლელთა კერპი შეიქნა და ეს ბუნებრივია ზოგიერთის გაღიზიანებას იწვევს კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩე გევერაო? ემანდ ეხლა "ფიდელ კასტროც" არ დაუძახონ. ჩემთვის პირადად კვარაა და მორჩა! არავითარი ეს რაღაც ზედმეტი სახელები!
zura
11:00 18-09-2022
0
Kidev ertxel visac shegidzliat xma miacvdinot xvichas pirvelive cytebshi gadayaros milans es mat daabnevs da mere gonsac ver movlen is neapolis lideria da man ynda gadackvitos tamashis bedi
Zaza
09:05 18-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული