"ჩე კვარა კომენდანტე" - კვარაცხელია ნეაპოლელთა ჩე გევარაა და მისი ატრიბუტიკის რეალიზაცია დაიწყეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში იმდენად პოპულარულია, რომ მისი მაისურები ყველაზე მეტად გაყიდვადია და ამას გარდა, ჩვენებურის ატრიბუტიკის რეალიზაცია დაიწყეს.

Il Mattino წერს, რომ ქალაქში ჭკუაზე არ არიან ქართველის თამაშის გამო, ეს 10 მილიონ ევროდ შეძენილი ვარსკვლავისთვის ჯადოსნური დროა და ნაპოლიმანიას ბრენდმა Enrico e Marianna Durazzo-მ ატრიბუტიკის გამოშვება დაიწყო.

ერნესტო ჩე გევარა კომენდანტეს ანალოგად ხვიჩას "ჩე კვარა კომენდანტე" უწოდეს და ჭიქებზე წარწერით გამოსახეს - "Hasta El gol siempre". "კვარას" ეს და კიდევ სხვა სახის ატრიბუტიკა via Toledo-ს მაღაზიაში გაიყიდება.

მათთვის ამ ზაფხულამდე
თითქმის უცნობი 21 წლის ბიჭი უცბად ნეაპოლელთა კერპი შეიქნა და ეს ბუნებრივია ზოგიერთის გაღიზიანებას იწვევს კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სულ გააფრინეს :))) ეხლა მილანთან და იუვენტუსთან თუ გაიტანა მერე რამოხდება ვერც წარმოვიდგენ
beqa
18:32 17-09-2022
0
ხვიჩას დრიბლინგზე და თამაშზე მეც ვაფრენ უკვე! ხვიჩას წარმატება უზომოდ მაბედნიერებს. გაიხარეთ ქართველებო, ღმერთმა ეს საჩუქარი სულ მცირე ათი წლით მაინც გვაჩუქა და იხალისეთ. უფალი სხვასაც ბევრ გამოგვიგზავნის. დიდება უფალს და საქართველოს!
თენგაბი
19:54 17-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული