ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში იმდენად პოპულარულია, რომ მისი მაისურები ყველაზე მეტად გაყიდვადია და ამას გარდა, ჩვენებურის ატრიბუტიკის რეალიზაცია დაიწყეს.
Il Mattino წერს, რომ ქალაქში ჭკუაზე არ არიან ქართველის თამაშის გამო, ეს 10 მილიონ ევროდ შეძენილი ვარსკვლავისთვის ჯადოსნური დროა და ნაპოლიმანიას ბრენდმა Enrico e Marianna Durazzo-მ ატრიბუტიკის გამოშვება დაიწყო.
ერნესტო ჩე გევარა კომენდანტეს ანალოგად ხვიჩას "ჩე კვარა კომენდანტე" უწოდეს და ჭიქებზე წარწერით გამოსახეს - "Hasta El gol siempre". "კვარას" ეს და კიდევ სხვა სახის ატრიბუტიკა via Toledo-ს მაღაზიაში გაიყიდება.
მათთვის ამ ზაფხულამდე
თითქმის უცნობი 21 წლის ბიჭი უცბად ნეაპოლელთა კერპი შეიქნა და ეს ბუნებრივია ზოგიერთის გაღიზიანებას იწვევს კიდეც.