გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
ბიჭო რა გჭირთ, ფეხბურთის დედაც და ყველაფრისაც, როცა ახალგაზრდა ბიჭები ეწირებიან და სისხლს ღვრიან ქვეყნისთვის ამორალობაა რუსულ კლუბში თამაში, იმ ქვეყანაში სადაც ყველა შენი თანაგუნდელი უკრაინაში ქალების გაუპატიურებას და ბავშვების მკვლელობას გულშემატკივრობს, რა მიღწევებზე და კარიერაზეა ამის მერე ლაპარაკი, თანაც თავისი ნიჭიდან გამომდინარე ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო წარმატების მიღწევა რუსეთის გარეშეც, ზაზა ჯანაშიას განცხადება არის სირცხვილი და ქვეყნის შეურაცხყოფა...
ვენეციის კომისია
18 სექტემბერი 2022 18:52
14
ჯანაშიას ევროპაში რომ ეთამაშა უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა,თუ მაგდენს ვერ ხვდება უტვინო ყოფილა.უეფას ეგ კანონი რომ გაეცა ხვჩა რუბინში ჩარჩებოდა კაი ხნით
უცნობი
18 სექტემბერი 2022 17:02
9
წამმოსულიყო რომელიმე დინამოში მერე?! მაგრამ ფული რო ჯოჯოხეთს ანათებს რა ვუყოთ? ფული კი ნიფხავგამოხეულებს როგორც წესი არა აქვთ, სამაგიეროდ ჯიპები ყავთ განვადებით ნაყიდი!...
ლაშა
18 სექტემბერი 2022 10:24
12
1. ბავშმა თუ უკანონო ქაღალდის ფურცელს მოაწერა ხელი, ამას კარგი ადვოკატები უპრობლემოდ გამოასწორებენ.
2. რომ არ დაბრუნდეს რუსეთში, რუსები სად უჩივლებენ? ფიფას მიმართავენ პროტესტით?
ქ. გ.
18 სექტემბერი 2022 10:57
4
იმათ ძველი კონტრაქტების შეჩერების საშუალება მისცეს,ამან კი,ახალი კონტრაქტი გააფორმაო და მანდ შეწყვეტის უფლება რატომ იმოქმედებს?თუ ძალით მოაწერინეს ხელი,გაპროტესტების უფლება ექნება,ალბათ,მაგრამ ძალით მოაწერინეს?არა მგონია.
სოსო
18 სექტემბერი 2022 22:30
0
1 ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც რუსეთში წასულა და დიდი ფეხბურთი უთამაშია - არცერთი.
რუსეთი ჩვენი მტერია და მისი მიზანიც მტრულია ყველა სფეროში, მათ შორის ფეხბურთშიც.
რამდენი ტალანტი ჩამოთვალო რომელიც მათ დაგვიღუპეს, ასათიანის და ჯანოს დასახელებაც საკმარისია. ხვიჩასაც ეგ დღე ელოდა რომ არა ომი.
შეადარეთ როგორ თამაშობდა რუბინში, განსაკუთრებით ბოლოს სეზონში და ახლა იტალია და დასკვნები გამოიტანეთ.
დათო
18 სექტემბერი 2022 12:14
7
ეგდოს მერე მაგ რუსეთში ღირსია ყველაფრის მერე დაავერბოვკეთ და გამოუშვით დედა რუსეთის სიყვარულით
giorgi 12
18 სექტემბერი 2022 11:13
20
შენ გეტყობა რომ არაფრის მაქნისი არ ხარ და სხვის ცხოვრებაში აფა|თურებ ხელებს რომელსაც ცხოვრებაში არაფრისთვის მიგიღწევია.
I
18 სექტემბერი 2022 12:15
9
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"
ოტია იოსელიანი
18 სექტემბერი 2022 16:02
10
გაგნიძის აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა, ვერც ერთი ნორმალური ტრანსფერი ვერ განახორციელა და ესეც ჩატოვა ჭაობში,მაგრამ მე მაგაზე
არ ვიდარდებ,იდარდონ მისმა მშობლებმა, როგორც ჩანს მოსწონთ მანდ ყოფნა, გაგნიძესაც მოსწონს რუსეთი ხშირად უთქვია ინტერვიუებში და მშვიდობაში შეარგოს!!!!
!!!
18 სექტემბერი 2022 16:45
5
გაგნიძე ქართული ფეხბურთის მომავალია. თუ არ გადარდებს, აბა რას აკეთებ აქ?
გიორგი
18 სექტემბერი 2022 18:23
9
არ შეიძლება რომ როგორც ხვიჩა და ზურიკო ჩამოვიყვანეთ ბათუმის დინამოში ეს ბიჭიც მასე ჩამოვიყვანოთ ან თბილისის დინამოში ან ბათუმში ცოტა ხნით და შემდეგ გავუშვათ ევროპაში? მართლა მაინტერესებს არავინ არის ისეთი ადამიანი ქართულ საფეხბურთო სირვცეში რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება? თუ ზურიკოზე და ხვიჩაზე გამოვიდა გაგნიძეზეც გამოვა და დარწმუნებული ვარ რომ გაგნიძეს ნებიმსიერი საშუალო დონის ევროპული ჩემპიონატის გუნდი წაიყვანს გინდა ბელგიური დანიური შვეიცარიული იქნებ მოხერხდეს ამის გაკეთება ამ ბიჭის ლანძღვის მაგივრად იქნებ გამოჩნდეს ხალხი ვინც მართა გააკეთებს საქმეს ამ ბიჭისთვის 18 წლის ბიჭია ჯეერ ისევ ბავშვია და გვერდში დგომა სჭირდება ქართველი ხალხის და არაა ლანძღვა ვაი პატრიოტების.
ზურა
18 სექტემბერი 2022 15:06
3
რატომ კამათობთ მაინც ვერ გავიგე.ითამაშებს მოსკოვის დინამოში მაღალ დონეზე ნაკრებს ყავს მწვრთნელი და თუ ჩათვლის საჭიროდ გამოიძახებს,არ ითამაშებს და არ გამოიძახებს.
კახა ქ.
18 სექტემბერი 2022 15:58
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული