როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.
პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი
დარწმუნებული ვარ არც თქვენ გინდათ, მაგრამ სხვა ადამიანების დაყოფა და ნაცებად მოხსენიება მოგწონთ.
ჯანსაღი პოზიციაა, რომ არ გვინდოდეს ჩვენი ფეხბურთელების ოკუპანტებთან თამაში და ამისთვის ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ და არ უნდა ვილანძღოთ.
სვანაძეს არავინ ულანძღია, პოზიცია დააფიქსირა და სწორია რაც თქვა.
ყველა ნაცი ხომ არაა ვისაც რუსეთი არ უნდა. გავგიჟდი რა ;)
არ ვიდარდებ,იდარდონ მისმა მშობლებმა, როგორც ჩანს მოსწონთ მანდ ყოფნა, გაგნიძესაც მოსწონს რუსეთი ხშირად უთქვია ინტერვიუებში და მშვიდობაში შეარგოს!!!!