თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.
შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.
"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)
P.S. 43 წელია ნაპოლის მილანში, მილანისთვის არ მოუგია. ამაყები ვართ ქართველები, რომ ამ ისტორიულ გამარჯვებაში, კვარამ ლომის წილი შეიტანა.
ასეთი მონსტრი რომ გყავს და მხოლოდ ერთ ფლანგზე რომ ათამაშებ და კიდევ თანაგულდელები რომ არ ცდილობენ მასზე თამაშის აგებას რავი..
ვერც თვითონ იღებეს თამაშიდან სიამოვნებას და ვერც თვითონ.
მაგათ რომ უყურო,უსმინო-საშუალო ფეხბურთელად გაქცევენ.
მოკლედ- თამაშები საკუთარ თავზე მუდმივ აიღე, მენტალურად და ფსიქიკურად შემტევი უნდა იყო და მხოლოდ ასე იქცევი წამყვან ფეხბურთელად, თორემ გაქცევენ საშუალო,ან საშუალოზე მაღლა ფეხბურთელად...
ამ დროს მსოფლიო ვარსკვლავის-ნიჭი გაქვს და არ უნდა დაკარგო ...პასების მოთხოვა- გაცემით ასისტენტი კი არა ხარ,დარც უნდა იქცე-ვ ე რ გაქციონ!