თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.
შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.
"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)
არ ვარ იუვენტუსის გულშემატკივარი,მაგრამ მიმაჩნია,რომ ბოლო ორ ტურში მსაჯებმა,უბრალოდ გადაუარეს და ისედაც კრიზისში მყოფი გუნდის მდგომარეობა,კიდევ უფრო დაამძიმეს.მიმაჩნია,რომ დი მარიას,პირდაპირ საწითლე,არაფერი გაუკეთებია და წინა თამაში რაც გაუკეთეს,ეგეც ხომ საარაკო უსამართლობა იყო.
სპალეტის ვაცადოთ, ვენდოთ.
ეგ კაცი კვარასგან ბევრად ძლიერ მოთამაშეს შექმნის.
კვარამ მოიგო თუ არა ეს თამაში?
რა შეჭამეთ გული კარში არ დაურტყია ,შეცდომები ქონდა,
ერთი პენალტი გამოიმუშავა და გადახარა მატჩის ბედი ნაპოლისკენ .
თქვენ დღევანდელი ფეხბურთის ენაზე ვერ საუბრობთ
ერთს ვიტყვი კიდევ ...
პენალს , რომ მოიპოვებს ხვიჩა თავადვე უნდა დაარტყმეინონ .
უფრო მეტი ნდობა მასზე ძალიან იმოქმედებს .
დავიჯერო , პოლიტანოზე უკეთ ვეღარ დაარტყავდა ?