კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
მაგრად ითამაშა ხვიჩამ. მაგარი მეკარე ყავთ ნაპოლის.წელს სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებეს ნაპოლი.
გიო
19 სექტემბერი 2022 02:43
8
კალაბრიას ყვითელი როგორ აკიდა დააფიქსირეთ ? კალაბრიას ჯერ ეგონა იქცეოდა ძირს ეცემოდა ხვიჩა, ეგონა წავაქციეო უკვეო მორჩა მოთავდა საქმეო. ... მაგრამ წკაპ მერე უცებ ამჩნევს რომ წაიქცა კი არა გაიქცა გარბის ბურთიანად ხვიჩა, და არიქა მომეჭრა თავიო წააქცია სასწრაფოდ აშკარად უკვე. და მიიღო ყვითელი კიდეც. უტყდებათ დონეებს საქართველოდან ახალი ჩამოსული რომ ათოხლებს ასეთ რამეებს პირველ თამაშში თან
sprinter
19 სექტემბერი 2022 02:21
1
ტყუილად ახარჯინებენ ენერგიას დაცვაში ჩამოსვლით, საჯარიმომდე რომ არ ჩამოვიდეს, გაცილებით სასარგებლო იქნება. ამ ძერბინის შემოყვანის აზრს ვერ მივხვდი, აიკლო მარცხენა მცველმა, საგოლე პასიც მაგას დაასწრეს, კარგად არის მანჩინის საქმე ასეთებს თუ იძახებს უკვე ნაკრებში.
ძველი გულშემატკივარი
19 სექტემბერი 2022 02:11
0
მეგობარო თანამედროვე ფეხბურთში უკან არ ჩამოვიდეს რას ნიშნავს? დოინჯშემოყრილი დადგეს აბა ბურთის მოლოდინში? სად ნახეთ ასეთი ფეხბურთი ბოლოს? ეტყობა საქართველოს ჩემპიონატს უყურებ მხოლოდ. ..
დათო
19 სექტემბერი 2022 15:10
0
მაგრად ითამაშა ხვიჩამ ყველაფრის გათვალისწინებით და სამწუხაროა, მაგრამ უკვე აშკარად შესამჩნევია პასებს არ აძლევენ საჭირო დროს. ტენიან ბურთს და უყურებენ სეირს. თან ბიჭმა ამდენი პენალტი მოიპოვა და გოლის გატანის შემდეგ, ჩახუტებას არავინ გთხოვთ, მაგრამ თითი მაინც გაიშვირეთ ხვიჩასკენ, პატარა ბიჭია მეტ მოტივაციას მისცემ და გუნდსაც და თითოეულს გამოგადგებათ.
Franken
19 სექტემბერი 2022 02:10
4
მიდი ხვიჩა- ნაკლები ყურადღება მწვრთნელს- გააკეთე სლალომები, შედი და გაიტანე,თუ ვერ გაიტან- კიდევ ეცადე ...
მაგათ რომ უყურო,უსმინო-საშუალო ფეხბურთელად გაქცევენ.
მოკლედ- თამაშები საკუთარ თავზე მუდმივ აიღე, მენტალურად და ფსიქიკურად შემტევი უნდა იყო და მხოლოდ ასე იქცევი წამყვან ფეხბურთელად, თორემ გაქცევენ საშუალო,ან საშუალოზე მაღლა ფეხბურთელად...
ამ დროს მსოფლიო ვარსკვლავის-ნიჭი გაქვს და არ უნდა დაკარგო ...პასების მოთხოვა- გაცემით ასისტენტი კი არა ხარ,დარც უნდა იქცე-ვ ე რ გაქციონ!
კახაბერი
19 სექტემბერი 2022 02:05
8
ეხლა ვნახე ნაპოლის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდი კვარაზე არაფერს წერენ გამონაკლისების გარდა არადა მისმა თამაშმა მოიგო ეს მატჩი ვის გინახავთ ერთმა კაცმა ორი ძირითადის მცველი შეაცვლევინა კაპიტანი მათშორის და შემოსულს პენალტი აკიდა რა დაუნახაობააა ეს მაგრად ველოდები მწვრთნელის კომენტარს, ეგ პენალტისტები ისეთ თამაშში დაღუპავენ ნაპოლის სადაც ძვირად დაუჯდებათ
Soso
19 სექტემბერი 2022 02:03
2
ბევრ შეცდომას უშვებს კვარა... გამოსასწორებელია და გამოსწორებადია! სადაც არ არის საჭირო ბურთის დიდხანს გაჩერება იქ პასი უნდა გააკეთოს. იმედია მალე დახვეწავს და გააძლიერებს თავის სუსტ მხარეებს.

რაც შეეცება თამაშს, მილანისთვის წასაგები თამაში არანაირად არიყო.. მწვრთნელმა წააგო ეს თამაში! კვარაცხელიამ აიძულა უაზრო შევცლები დესტის სახით, და კვარას მეურვეობა მთელი თამაშის მანძილზე, ნაპოლიმ ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ გაცოცხლდა და ისარგებლა
მეტოქის შეცდომებით!
ზამბო ანგისა
19 სექტემბერი 2022 01:58
20
ზამბო შენც დაუშვი გუშინ შეცდომები აგრეთვე ზელინსკიმ, ზერბინმა და სხვებმა! გადაღლილი არიან ბიჭები, ვითუმეტეს ხვიჩა და იმიტომ უშვებედნენ შეცდომებს!
რობი
19 სექტემბერი 2022 10:11
0
მაგარი ბიჭი ხარ ხვიჩა, მოვა დრო და შეგეხვეწებიან შენ დაარტყი პენალტიო!
ზაზა გ.
19 სექტემბერი 2022 01:42
0
თავის ფლანგზე 3 კაცს აკიდა ყვითელი, შეეძლო უფრო თამამად გაეგრძელებინა და უფრო მეტი აეღო თავის თავზე. მაგრამ მგონი ზღუდავენ. მაინც მაგარი იყო, დრიბლინგებში არ გაუმართლა, ისე კარგი მოძრაობები Gააკეთა
gino
19 სექტემბერი 2022 01:39
1
ხვიჩამ ძალიან მაგრად ითამაშა! მაგრამ მგონია,რომ ძალიან უკან ათამაშა სპალეტიმ დღეს. გასაგებია მილანს ეთამაშები,მარა ხვიჩას ასე უკან დაწევა არასწორად მიმაჩნია!
შეიძლება ამას იმიტო ვამბობ,რომ ქართველი ვარ და ხვიჩა მინდა უფრო წინ იდგეს და გოლები გაიტანოს უფრო მეტი.
saqartvelo
19 სექტემბერი 2022 01:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული