საზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა - როგორ ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ?

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ საზონოვს რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ვარიანტი ჰქონდა, საბუთებს აგროვებდნენ, მაგრამ რეალურ გამოძახებამდე საქმე
არ მივიდა, ამ დროს სფფ-მ ოპერატიულად იმოქმედა, საქართველოში მიიწვია, პერსპექტივები აუხსნა და დაითანხმა. ახლახან მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, თუმცა უარი განუცხადა.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

"საბა საზონოვი გასულ კვირას მოსკოვის "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამოვიძახე. რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით, სადაც მის გარდა ყველა მოვიდა. ორშაბათ დილით მენეჯერს შეატყობინა, რომ არ გამოცხადდებოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კავშირზე.

ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება განვიხილოთ, რამდენადაც ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ასეთი საქციელი რუსეთის ნაკრების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია", - ციტირებს გალაკტიონოვს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 43 /
ჩემი ახლობელი იცნობს ამ ბიჭს და ძალიან კარგად ახასიათებს ამბობს რომ კარგი ადამიანია პიროვნულად კარგად საუბრობს ქართულად თითქმის ყოველ ზაფხულს საქართველოში ჩამოდის ხოლმე და უზომოდ შრომისმოყვარე და პერსპექტიული ფეხბურთელია ჩვენს ნაკრებს ნამდვილად აქვს პრობლემები უკანა ხაზში დაცვაში ნამდვილად გვჭირდებოდა გაძლიერება და გაახალგაზრდავება 36 წლის კაშია და 30-30 წლის ხოჭოლავა და კვირკველია ნამდვილად ვერ გაგვყვებიან გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენ თუ გვინდა ისეთ ნაკრები ავაშენოთ რომელიც იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის აუცილებელია ძლიერი ფეხბურთელების დამატება და ეს ბიჭი არ იყო დასაკარგი ძალიან კარგი სიახლეა და დიდი ძალა იქნება დაცვაში საბა.
ზურა
19 სექტემბერი 2022 19:44
1
ფაქტიურად ნაკრები აღარ გყავთ. არავინ გეთამაშებატ და სად იძახებიდთ
las
19 სექტემბერი 2022 18:59
1
ყოჩაღ საბა!! ჯიგარი ხარ !!! აბა ჯიქიაა კაცი?!ფუი !!!! სამარცხვინო მეგრელი, მეც მეგრელი ვარ და ისიც?!
გიორგი
20 სექტემბერი 2022 01:43
0
რამდენი პატარა და ბოღმა ადამიანი ყოფილა საქართველოში, ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა და საქართველო აირჩია, თავისი მომავალი საბრთხის ქვეშ დააყენა და იმის ნაცვლად რომ მოუწონოს გადაწყვეტილება, გამოდიან და ეჭვიან და ბოღმიან პასკვილებს თხზავენ კლავიატურის ლომები... თუ არ მოგწონთ და გაჩუმდით მაინც თქვენ კაი ადამიანებო...
ელგუჯა
19 სექტემბერი 2022 21:59
1
ცივი წყალი გადაივლეთ ხოლმე ხანდახან... ისე საზონოვი ადვილი შესაძლებელია ძირითადიდან ამოაგდონ. ჩვენთვის ხომ ცნობილია ჩრდილოური შოვინიზმი?! აბა დაამტკიცონ, რომ შოვინისტები არ არიან!
ლაშა
19 სექტემბერი 2022 19:01
4
ე.ი. ასეთი გადაწყვეტილებისათვის თავზე ხელი უნდა გადაუსვან და მიეფერონ?!
aburjga
19 სექტემბერი 2022 19:17
24
შენ არ ამოაგდებდი ქართველს , რომელიც საქართველოს ნაკრებზე უარს იტყოდა ? ის , რომ რუსები არ გვიყვარს , რეალობის შეგრძნება არ უნდა დაგვაკარგვინოს . ,,სხვის თვალში რომ ბეწვს ვეძებთ ,ჩვენს თვალში დირე ვერ უნდა შევამჩნიოთ " ?
zarbazana
19 სექტემბერი 2022 20:26
1
არანაირი ოპერატიულობა არ გამოუჩენია სფფ-ს.
წარმოიდგინეთ და პასპორტიც კი არ გაუკეთებიათ, აქამდეც ქონდა საქართველოს მოქალაქეობა.
მე ის მიკვირს აქამდე რატო არ იძახებდნენ.
ანდალუზიელი დალაქი
19 სექტემბერი 2022 22:21
4
ბრაზილიელის და ზანგის ნატურალიზაციას ითხოვდით და რას იწუნებთ ფეხბურთის ფანებო. ჯარგი მცველიაო ამბობენ.მთავარია ნაკრები გააძლიეროს.ლოჩოშვილი და ხოჭოლავა საკაიფოდ უბერავენ. მაგენის ზამენაც კარგად გამოდგება თუ 20 წლისაა ჯერ. ცოტა დაღვინდეს ან ვათამაშოდ და გიბრალტართან ვნახოდ რას თამაშობს. სანიოლს მიწერეთ ფრანგულად
Akaki
20 სექტემბერი 2022 04:03
0
ისე, არანაირად არ ვემხრობი უცხოელის ნატურალიზაციას. ქართველებს სხვის დაუხმარებლად შეგვიძლია ფეხბურთის თამაში!
ლაშა
20 სექტემბერი 2022 08:39
2
მოიცა მოიცა ერთი, ჯიგარი და გულით ქართველი ზანგი თუ იქნება ან ჯოვინიო ფლამარიონი რას გიშავებს? ეგრე მეც მირჩევნია სხვების დაუხმარებლად მოვიგოთ მაგრამ ჯიგრები ვინც არიან უარს ვერ ვეტყვი. ისე დიდგორის ომში ყივჩაღები მოვიშველიეთ მაგრამ ქართულ გმირობას ეგ ვერ აკბინებს, იმიტომ რომ ჩვენ გავიგიჟეთ თავი ომი იმენა ქართველებმა მოვიგეთ.
Jigari
20 სექტემბერი 2022 22:22
0
არვიცნობ საერთოდ ამის საუბარი მოვისმინე დინამო თბილისთან ამხანაგური რომ ქონდათ რუსქართულად ისაუბრა ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ძალიან კარგია ვისაც მართლა გულით უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის გამიხარდება კარგი ფეხბურთეკია ორ პოზიციაზე თამაშობს დაცვა და ნახევარ დაცვა ჩამშლელად წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალ თაობას რომლებიც ევროპას აოცებენ და გააოცებენ ძალიან მაგარი ახალგაზრდა ნაკრები გვეყოლება რაც ძაან კარგია
ემიგრანტი
19 სექტემბერი 2022 21:17
0
ეს ბიჭი ახალგაზრდულ ნაკრებსაც გამოადგება.. ხვიჩასთან მამარდაშვილთან მიქაუტაძესთან და სხვეთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია!!!
giorgi
19 სექტემბერი 2022 21:23
1
დედას რამხელა მნიშვნელობა აქვს. საქართველო შეაყვარა დედამ.
მაგრამ რა ვიცი, ჯიქიას მგონი ორივე მშობელი ქართველი ჰყავდა და მაინც რუსეთი ამჯობინა.

კარგია ამ ბიჭის გადაწყვეტილენა. ბევრს დააფიქრებს. იქნებ მარადიშვილიც დაფიქრდეს
პენალტი ჯიქიას
19 სექტემბერი 2022 20:46
0
ჯიქია იძახდა მეგრელი ვარო ქართველი არ ვარო. ამას ადარებ ეხლა? ჯიქია ჯანომ მოიყვანა აზრზე
x
20 სექტემბერი 2022 00:30
1
ცოტა პრაგმატულად რომ შევხედოთ, ორივემ (ჯიქიამ და ამ ბიჭმა) გადაწყვეტილება პრაგმატულად მიიღეს - როდესაც ჯიქიამ რუსეთი აირჩია, საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის ნაკრებს დიდი ასპარეზი ჰქონდა. დღევანდელ ვითარებაში შტერი თუ აირჩევს რუსეთის ნაკრებს თუ ალტერნატივა აქვს. აზე რომ არც ჯიქიაა მოღალატე და არც ეს ბიჭი პატრიოტი, ორივეს საკუთარი ეგოიზმი ამოძრავებთ. სულ ეგ არის
გიორგი
19 სექტემბერი 2022 23:19
6

სიახლეები პოპულარული