"ეკლექტიკური ქართველი გმირი ევროპის მწვერვალზე - მოაგებინებს მარადონასავით "ნაპოლის" სკუდეტოს?" - იტალიური მედია ხვიჩაზე

AutoSharing Option
იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

Napoli Magazine-ს აზრით, ქართველი "მილანთან" მოგებული მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. Napolicalciolive აღნიშნავს, რომ დრიბლინგით ის უკვე ევროპის მწვერვალზე იმყოფება, რისი დასტურიც ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ სტატისტიკური მონაცემებია, რომლის მიხედვით რეიტინგში მხოლოდ დემბელეს, ვინისიუსს, ჟოტასა და მბაპეს ჩამორჩება და ლეაოს სჯაბნის, ვინაც სერია A-ში ამ მხრივ საუკეთესოდ ითვლებოდა.

"კვარას" წერილი Football Italia-მ მიუძღვნა - სიყვარულით საქართველოდან და მისი ოსტატობის "ლიცენზია"

"სეზონის შთამბეჭდავად დაწყების შემდეგ "ნაპოლი" მაღლა აფრინდა და არც ერთი
ფეხბურთელი არ ახდენს ენერგიის ისე დემონსტრირებას, როგორც ქართველი გარემარბი.

კვარაცხელია ამ სეზონში აპენინების ნახევარკუნძულის სცენაზე აფეთქდა. ციფრები ამტკიცებს მისი ბურთის ფლობის ეფექტურობასა და სპალეტის გუნდის შეტევაში წინ გაძღოლას. იტალიური ფეხბურთის დაცვით სისტემაზე ჩამოყალიბებულმა მითმა ხვიჩას თამაშზე გავლენა არ მოახდინა.

ფანებმა უკვე აღიარეს "კვარას" უნარები და მარცხენა ფლანგზე მეტოქეთათვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ. რასაც ციფრები არ გვაჩვენებენ, ეს ბურთის ფეხებით ჯადოსნური ფლობაა, უბურთოდ ჭკვიანურად მოქმედება, განსაცვიფრებელი გაქცევა, მომაკვდინებელი შესაძლებლობები მეურვესთან ერთი-ერთზე დაპირისპირებისას და ამით მიმდინარე კამპანიაში სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო ხდება. კვარაცხელია მოედანზე იშვიათი ელეგანტურობით გამოირჩევა და 21 წლის ასაკში იტალიურ ფეხბურთში უკვე მნიშვნელოვან მოთამაშედ გამოიყურება.

ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" სადებიუტო მატჩში ბრწყინავდა, ფეერიული ასპარეზობა მეორე ტურში "რეინჯერსთან" გააგრძელა. ასეთი ეკლექტიკური ფეხბურთელის თამაშის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია - ისევე, როგორც ხინკლის გემოსი და ქართული წვნიანი კერძებისა, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება არც ერთ კულინარიულ საიტზე ან წიგნში არაა შესაძლებელი. გარემარბის უნარების ქაღალდზე გადატანა წარმოუდგენელია, ეს უნდა ნახოთ, სიამოვნება მიიღოთ და ჯეროვნად შეაფასოთ, რათა თქვენთვის სრულად გასაგები გახდეს.

ბოლოს, როცა "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო, მოედანზე ყველაფერს ლეგენდარული დიეგო მარადონა წარმართავდა. თუ კვარაცხელიამ ეს მიღწევა გაიმეორა, მალე შეიძლება ამაღლების ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რასაც მხოლოდ დრო გვიჩვენებს..."

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან მაგარი იქნება ნაპოლიმ წელს სკუდეტო რომ მოიგოს, ამის ყველანაირი შანსი არის წელს.
მამუკა
00:23 20-09-2022
2
ნარკოტიკ დამოკიდებულივით გავხდი,ისე ვკითხულობ ამ სტატიებს რომ მინდა აღარ დამთავრდეს. თან ერთმანეთზე უკეთესი სტატიები ავტორიტეტებისგან
rigiti
23:04 19-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული