საბა საზონოვის მამა: ჩემი შვილი მოღალატე არ არის

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. მისმა მამამ, ანდრეი საზონოვმა, შვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"საბა დაიბადა ოჯახში, სადაც დედა ქართველია, მამა კი - რუსი. ორი სამშობლო აქვს, ორივე ქვეყანაში ცხოვრობდა, ორ ენაზე ლაპარაკობს. პირველ კლასში საქართველოში სწავლობდა, შემდეგ - რუსეთში. საფეხბურთო კარიერის გამო მოქალაქეობის არავითარ შეცვლას ადგილი არ ჰქონია, საქართველოს მოქალაქე იქამდე დიდი ხნით ადრე იყო, ვიდრე ფეხბურთით დაკავდებოდა.

მხოლოდ ერთხელ გამოიძახა ხომუხამ 17-წლამდელთა ნაკრებში, სადაც შეკრებაზე კოვიდის გამო ვერ გამოცხადდა. ჩვენ რუსეთის ძირითად ნაკრებზე ვოცნებობდით, ახალგაზრდულზე. რუსეთის
ფეხბურთის სისტემაში გავიზარდეთ, ამ სკოლის აღზრდილია. საბა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაში უნდოდა, მაგრამ 2021 წელს პირველად კონკრეტული წინადადებით სფფ-მ მიმართა. იქამდე რუსეთის ნაკრებიდან მხოლოდ პასპორტის ფორმალური მოთხოვნა იყო, ტანსაცმლის ზომა და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბას მაღალჩინოსნების დონეზე შეხვდა. ისინი ესაუბრნენ, არწმუნებდნენ, პერსპექტივაზე ესაუბრებოდნენ. რუსული მხარისგან მსგავსი რამ არ ყოფილა. ბოლო წვეთი იყო ის, რომ საბა რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოხვდა.

არავითარი მიწვევა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებისგან არ მიუღია. ეს ცილისწამებაა. საბას საქართველოს ნაკრებისგან მიწვევა ჰქონდა და რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა - ეს ნორმალური გადაწყვეტილებაა. საბა ბოლო მომენტამდე იყო რუსეთის ნაკრების ადმინისტრატორთან კავშირზე: სწორედ იმასთან, რომელმაც პასპორტი და ტანსაცმლის ზომა მოსთხოვა. სხვა კონტაქტები არ ყოფილა. ხომუხას გამონათქვამები საბას რაღაც მორალური საქციელის შესახებაც ჩემთვის გაუგებარია.
ახლა რაღაც მოღალატეობაზე ლაპარაკს იწყებენ, მაგრამ ეს რა ღალატია? ჩვენ "ზენიტს" ან "დინამოს" ვუღალატეთ, რომელთა აღზრდილია საბა? არა, რა თქმა უნდა. დიდი ხანი ველოდით რუსეთის ნაკრებიდან მოწვევას, თუმცა მხოლოდ ადმინისტრატორთან კონტაქტი იყო, რომელმაც ვერ აგვიხსნა, რატომ გვთხოვდა მუდმივად პასპორტს და ტანსაცმლის ზომას. მას არასოდეს ჰქონდა პასუხი, რისთვის იყო ეს საჭირო.

საბას ორი სამშობლო აქვს, მშობლების ერთ-ერთი სამშობლო აირჩია. ამაში ვერაფერ კრიმინალურს ვერ ვხედავ".

მკითხველის კომენტარები / 17 /
დედით ქართველები უფრო ქართველობენ ვიდრე მამით ქართველები,ამას ქართულიც ცოდნია ყოჩაღ დედამის!!!!!
სოსო
20 სექტემბერი 2022 01:43
5
ჩემი აზრით ჯობდა საზანოვი და გაგნიძე ეროვნულში გამოგვეძახებინა და მაკედონიასთან მოგების შემთხვევაში უკვე ყველფერი გარკვეული იქნებოდა ამ შემთხვევაში გიბრალტართან გაგვესინჯა ეს ბიჭები ორივე და ამით რამდენიმე პოტენციური სამომავლო პრობლემაც გადაიჭრებოდა.
ზურა
20 სექტემბერი 2022 01:30
4
რუსებს მისცა ამ კაცმა ინტერვიუ და ცოტა დიპლომატიურადაც ისაუბრა. მგონი ცუდი არაფერი უთქვამს. წარმატებები საბას საქართველოს ნაკრებში!
11
20 სექტემბერი 2022 18:24
0
მივესალმები ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელს ჩვენთან დიდი სიხარულით, რუსი თუ ჩეჩენი ან ყაზახი აზრი არ აქვს, მთავარია ყველამ უკლებლივ აღიაროს რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დაგმოს რუსეთის აგრესია. არვიცი მე სპორტი და პოლიტიკა, სიმართლე ერთია ყველასთვის
რუსთავი
20 სექტემბერი 2022 17:12
1
მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მაგარი ფეხბურთელი დაემატა და წარმოიდგინეთ ბირთვი - მამარდაშვილი, საზონოვი, აზაროვი, დავითაშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი. შეიძლება ჩემპიონობასაც გამოვკრათ ხელი!
არჩი
20 სექტემბერი 2022 09:12
3
საქართველოში პრიორიტეტი საქართველოს ჩემპიონატის და საქართველოს მოქალაქებოს მქონდე ფეხბურთელებს უნდა ენიჭებოდეთ. 150 მილიონი ცხოვრობს რუსეთში, 30 ფეხბურთელის იქეთ კიდევ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ეყოლებათ და ასე მარტივად "მოდი საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ" არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი მოქალაქეები იჩაგრებიან. ცალკე თემაა საზანოვმა რატომ აირჩია საქართველოს ნაკრები, რუსული სანქციებს გაექცა (საქართველოს მოქალაქეები უფრო იოლად დადიან ევროპაშიც , ამერიკაშიც და განვითარებულ სხვა ქვეყნებშიც, უფრო იოლია ტრანსფერიც) თუ გულმა გადმოუწია. ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? რატომ უნდა იყოს კითხვის ნიშანი ამაზე. მოკლედ ცუდი პრეცენდენტია.
ვვვ
20 სექტემბერი 2022 10:41
10
1000%
რატი
20 სექტემბერი 2022 12:12
1
საბა დასაკარგი არ არის ჩვენთვის. მას ქართველი დედა ყავს და დარწმუნებული ვარ ქართველადაც მიიჩნევს თავს, ისე როგორც რუსად. მან აირჩია საქრთველოს ნაკრები და სასიხარულოა. ყოჩაღ ფედერაციას ასე კარგად და დროულად რომ იმოქმედეს. იქ საღორეთშიც არა აქვს არავის უფლება მას მოღალატე უწოდონ. ამ შემთხვევაში უადგილოა. სპორტალის ზოგიერთ სტატიაში კრიტიკოს კომენტარებს კი ვეტყვი ოზილი თურქია მშობლებით გერმანიის ნაკრები არჩია და თქვენსავით ჰეტმანელებს არ გაუკრიტიკებიათ მისი გადაწყვეტილება. ზიდანი ალჟირელია წარმოშობით და ფეხბურთში საფრანგეთის ისტორიაში ოქროს ფურცელი დაწერა. ცოტა კიდევ რომ წაიკითხოთ უფრო მეტი შემთხვევებიც იყო. იგივე მოზამბიკელი ეუსებიუ და სხვა.ეს ბიჭი კი ნახევრად ქართველია და მშობლიურ ენასაც პატივს სცემს, ასევე სამშობლოს სადაც უცხოვრია. წარმატება საბას.
G.LA
20 სექტემბერი 2022 07:24
2
რუსეთის ნაკრებში თამაშზე თუ ოცნებობდა (როგორც მამამისი ამბობს) , არ უნდა მოეწვიათ ეს და საქართველოს ნაკრებზე ვინც ოცნებობს წლებია ის უნდა მოიწვიონ. ბევრ რუსს მოუნდება აწი საქართველოს ნაკრები სანქციების გამო და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს უნდა ქონდეთ სტიმული!! და სსაქართველოს ნაკრებში ვინც თამაშობს ყველამ ყვეეელამ ღიად და ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას !!!
ვვვ
20 სექტემბერი 2022 10:48
19
ნუ ვნახოთ როგორ ითამაშებს ახალგაზრდულში, ისე პირველი ნაკრები აქაც არ აქვს გარანტირებული, იმედია იმ დონის იქნება, რო ეროვნულ ნაკრებს გამოადგება, კარგი სიმაღლე აქვს და ჰაერივით ჭირდება ნაკრებს ესეთი მცველი, გაგნიძეც გამოსაძახებელია ეროვნულში.
გოგა
20 სექტემბერი 2022 09:27
2
ამ კაცმა აირჩია საქართველოს ნაკრები ეს დასაფასებელია საქციელია ამ კაცს არც ფული აკლია არც კარიერა და არც კაი ცხოვრება ამას იმაზე მეტი აქვს ხელფასი ვიდრე მთელი დინამო თბილისის ფეხბურთელებს ერთად. რამდენი ფეხბურთელი მახსენდება რომლებმაც უარითქვეს რუსეთში მოთამაშებსაც უთქვიათ უარი ახლაც უარს ამბობენ იგივე გერმანიაში რომ იყო აკაკი გოგია როცა ახალგაზრდა იყო რამდენი ეხვეწნენ მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა დღეს არ ვართ იმ დონეზე რომ ასეთი ნიჭის პოტენციალის და დონის ფეხბურთელები დავკარგოთ.
პ.ს ვისაც გონია რომ რუსეთის ნაკრები მართა სამუდამოდ მოკვეთეს საფეხბურთო ტურნირებიდან და ეს კაცი მარტო მაგ მიზეზით ჩამოვიდა თქვენი ოპტიმიზმის ძალიან მშურს.
ლევან
20 სექტემბერი 2022 05:28
1

სიახლეები პოპულარული