საბა საზონოვის მამა: ჩემი შვილი მოღალატე არ არის

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. მისმა მამამ, ანდრეი საზონოვმა, შვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"საბა დაიბადა ოჯახში, სადაც დედა ქართველია, მამა კი - რუსი. ორი სამშობლო აქვს, ორივე ქვეყანაში ცხოვრობდა, ორ ენაზე ლაპარაკობს. პირველ კლასში საქართველოში სწავლობდა, შემდეგ - რუსეთში. საფეხბურთო კარიერის გამო მოქალაქეობის არავითარ შეცვლას ადგილი არ ჰქონია, საქართველოს მოქალაქე იქამდე დიდი ხნით ადრე იყო, ვიდრე ფეხბურთით დაკავდებოდა.

მხოლოდ ერთხელ გამოიძახა ხომუხამ 17-წლამდელთა ნაკრებში, სადაც შეკრებაზე კოვიდის გამო ვერ გამოცხადდა. ჩვენ რუსეთის ძირითად ნაკრებზე ვოცნებობდით, ახალგაზრდულზე. რუსეთის
ფეხბურთის სისტემაში გავიზარდეთ, ამ სკოლის აღზრდილია. საბა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაში უნდოდა, მაგრამ 2021 წელს პირველად კონკრეტული წინადადებით სფფ-მ მიმართა. იქამდე რუსეთის ნაკრებიდან მხოლოდ პასპორტის ფორმალური მოთხოვნა იყო, ტანსაცმლის ზომა და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბას მაღალჩინოსნების დონეზე შეხვდა. ისინი ესაუბრნენ, არწმუნებდნენ, პერსპექტივაზე ესაუბრებოდნენ. რუსული მხარისგან მსგავსი რამ არ ყოფილა. ბოლო წვეთი იყო ის, რომ საბა რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოხვდა.

არავითარი მიწვევა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებისგან არ მიუღია. ეს ცილისწამებაა. საბას საქართველოს ნაკრებისგან მიწვევა ჰქონდა და რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა - ეს ნორმალური გადაწყვეტილებაა. საბა ბოლო მომენტამდე იყო რუსეთის ნაკრების ადმინისტრატორთან კავშირზე: სწორედ იმასთან, რომელმაც პასპორტი და ტანსაცმლის ზომა მოსთხოვა. სხვა კონტაქტები არ ყოფილა. ხომუხას გამონათქვამები საბას რაღაც მორალური საქციელის შესახებაც ჩემთვის გაუგებარია.
ახლა რაღაც მოღალატეობაზე ლაპარაკს იწყებენ, მაგრამ ეს რა ღალატია? ჩვენ "ზენიტს" ან "დინამოს" ვუღალატეთ, რომელთა აღზრდილია საბა? არა, რა თქმა უნდა. დიდი ხანი ველოდით რუსეთის ნაკრებიდან მოწვევას, თუმცა მხოლოდ ადმინისტრატორთან კონტაქტი იყო, რომელმაც ვერ აგვიხსნა, რატომ გვთხოვდა მუდმივად პასპორტს და ტანსაცმლის ზომას. მას არასოდეს ჰქონდა პასუხი, რისთვის იყო ეს საჭირო.

საბას ორი სამშობლო აქვს, მშობლების ერთ-ერთი სამშობლო აირჩია. ამაში ვერაფერ კრიმინალურს ვერ ვხედავ".

მკითხველის კომენტარები / 17 /
საქართველოს ნაკრებში თამაში მისთვის უფრო პერსპექტიულია სამომავლო კარიერის თვალსაზრისით ვიდრე რუსეთი რუსეთი მინიმუმ 4-5 წელი მოკვეთილი იქნება ყველა ტურნირებიდან ამ ბიჭს 2 წლიანი კოტრაქტი აქვს დინამო მოსკოვთან და ამ 2 წლის მერე რა იქნება როგორ იქნება ეგ არავინ იცის და ახლა ჩვენ ნაკრებში თამაში ბევ შესაძლებლობას უხსნის პირველი ის რომ ევროპის ახალგაზრდულს ვთამაშობთ მეორე დიდი შანსი გვაქვს ამ შემადგენლობით რომ ეროვნულმა ნაკრებმა ერთალიგის ეს ტურნირი მოიგოს და იქ ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატზე თავის სიტყვა თქვას და ასეთ მცველის დამატებით ჩვენი ნაკრებიც იხეირებს და თავად საბაც კარგი თამაშის შემთხვევაში გადავა ევროპაში მაგ ბიჭს უნდა ეტყობა რომ კარიერა ქონდეს მარტო ხელფასზე რომ იყოს 40-50 ათასი დოლარი აქვს თვეში და ბევრს ეგ ხელფასი რომ მიცე აღარც ნაკრები უნდა და აღარც მომავალი 10 წელი ითამაშებს მარტო მაგ ხელფასზე ნებისმიერ ჭ ლიგაში.
ლევან
20 სექტემბერი 2022 05:38
3
ამ კაცმა აირჩია საქართველოს ნაკრები ეს დასაფასებელია საქციელია ამ კაცს არც ფული აკლია არც კარიერა და არც კაი ცხოვრება ამას იმაზე მეტი აქვს ხელფასი ვიდრე მთელი დინამო თბილისის ფეხბურთელებს ერთად. რამდენი ფეხბურთელი მახსენდება რომლებმაც უარითქვეს რუსეთში მოთამაშებსაც უთქვიათ უარი ახლაც უარს ამბობენ იგივე გერმანიაში რომ იყო აკაკი გოგია როცა ახალგაზრდა იყო რამდენი ეხვეწნენ მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა დღეს არ ვართ იმ დონეზე რომ ასეთი ნიჭის პოტენციალის და დონის ფეხბურთელები დავკარგოთ.
პ.ს ვისაც გონია რომ რუსეთის ნაკრები მართა სამუდამოდ მოკვეთეს საფეხბურთო ტურნირებიდან და ეს კაცი მარტო მაგ მიზეზით ჩამოვიდა თქვენი ოპტიმიზმის ძალიან მშურს.
ლევან
20 სექტემბერი 2022 05:28
1
მოკლედ, ამ ადამიანის ნათქვამიდან როგორც გავიგე, ოჯახში რუსეთის ნაკრებზე ოცნებობდნენ, მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, ამიტომ საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდა.
კითხვა მაქვს. რამდენად მისაღებია საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელი, ვინც რუსეთის ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა? საერთოდ სხვა მენტალობის ადამიანია, სრულიად ამოვარდნილი ქართული ცნობიერებიდან.
ჩვენ ის ქვეყანა ვართ, ვისაც რუსეთი ახლობლებს გვიკლავს. მათთან თამაშზე მეოცნებე ადამიანებს ჩვენს ნაკრებში რა უნდათ?
ჰმ
20 სექტემბერი 2022 04:36
6
1000% გაიხარე!
რატი
20 სექტემბერი 2022 12:16
2
დედით ქართველები უფრო ქართველობენ ვიდრე მამით ქართველები,ამას ქართულიც ცოდნია ყოჩაღ დედამის!!!!!
სოსო
20 სექტემბერი 2022 01:43
5
ჩემი აზრით ჯობდა საზანოვი და გაგნიძე ეროვნულში გამოგვეძახებინა და მაკედონიასთან მოგების შემთხვევაში უკვე ყველფერი გარკვეული იქნებოდა ამ შემთხვევაში გიბრალტართან გაგვესინჯა ეს ბიჭები ორივე და ამით რამდენიმე პოტენციური სამომავლო პრობლემაც გადაიჭრებოდა.
ზურა
20 სექტემბერი 2022 01:30
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული