"ბაიერნში" თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილმა "რეკორდმაისტერში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. "ჯვაროსნების" რიგებში გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა.

შეხვედრის შემდეგ "მამარდამ" Sky Deutschland-თან "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, "რეკორდმაისტერში" ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პირველ ნომრად ითამაშებს.

"ბაიერნს" მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს და იქ გადასვლას ამ მომენტისთვის არ განვიხილავ. "რეკორდმაისტერში" თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პირველი მეკარე ვიქნები", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სულ მალე
დატოვებს. "ღამურები" ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

altშთამბეჭდავი მაჩვენებელი - რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი მხრივ, კარგია - ნოიერი უკვე 38 წლისაა და განა რამდენ ხანს იქნება. მე მგონი, მაგასთან ურთიერთობაში რაღაცების სწავლა ნამდვილად შეუძლია გიორგის. თუმცა, მეორე საკითხია ის, რომ ბაიერნიდან ტუხელი მიდის, ჯერ ახალი მწვრთნელი არ ჰყავთ, მენეჯმენტშიც პრობლემებია და ამ ვითარებაში რამდენად მოიკიდებს ფეხს ახლადაღიარებული კაცი?. ისე, რა მაგარია, რომ უკვე იქამდეა საქმე მისული, აქეთ რომ უყენებს მამარდაშვილი პირობებს "ბაიერნს" :) იმედია, კარგ გუნდში ვიხილავთ საბოლოოდ, ბაიერნი იქნება, თუ რამე სხვა.
fofo
13:40 02-07-2024
0
ჭეშმარიტი ლიდერი და კაშკაშა N1 ვარსკვლავი ჩვენი ნაკრების შეიძლება ჩააგდოს სეზონში 1-3 თამაში მაგრამ ძირითადათ სტაბილურობით გამოირჩევა,ეხლა დამისახელეთ ნებისმიერი მინდვრის მოთამაშე ესეთი სტაბილური.
ხასანა ძია
12:48 02-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული