"ხვალ ელმასმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი " - ჩრდილომაკედონიური მედია ხვალინდელ შეხვედრაზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 23 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-5 ტურში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება.

მაკედონიური გამოცემა Sportmedia.mk მატჩის შესახებ წერს და შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის პაექრობას ასახელებს.

"ელიფ ელმასი მრავალი წელია, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი ლიდერია, "ბრილიანტი", რომელიც კიდევ მრავალი წელი გაიბრწყინებს. "ნაპოლის" შემტევმა კარგად იცის, რომ გუნდს გამარჯვებისკენ წინ უნდა გაუძღვეს. შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის.

ამის მიზეზი ხვალინდელი მეტოქისა და "პარტენოპეის" ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. გარემარბი ჯერ მხოლოდ
21 წლისაა და ამ სეზონში 7 საგოლე ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. "ნაპოლის" მარცხენა ფრთაზე სწორედ ქართველი თამაშობს და ელმასი მისი შემცვლელის როლს ირგებს. ელიფის ხარისხი და პოტენციალი იმ მცირე წუთებს არ შეესაბამება, რასაც ლუჩანო სპალეტი აძლევს.

მაგრამ მოცემულობას უნდა შეეგუოს და სიტუაციასთან გამკლავება ისწავლოს. ხვალინდელი მატჩი მისთვის საპასუხო შანსია. ელმასი ჩვენი "პირველი ვიოლინოა". მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი.

შეგახსენებთ, შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.

alt"უფლება, რომ ჰქონდეთ, "კვარას" იტალიის ნაკრებში გამოიძახებდნენ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს და ქართველ ლეგენდებს იხსენებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ელმასის თამაშის რა გითხრათ,მაგრამ მე უფრო მაშინებს ეგენი ისეთი უჯიშოები არიან ხვიჩას შეგნებულად ტრამვა არ აკადიონ : 2 კურდღელს მოკლავენ- ხვიჩას გაანეიტრალებენ ბინძურად და ელმასს "ნაპოლი"-ს ძირითად შემადგენლობაში გზას გაუხსნიან...ნეტა ვცდებოდე
ზურა
22 სექტემბერი 2022 21:25
4
ბოდიშით და არავის გადაუღუნონ!
ზ. ვ.
23 სექტემბერი 2022 00:46
0
და რა არის გასაკვირი ამაში? ხვიჩა რომ იყოს ელმასის ზამენა ჩვენ არ გავამხნევებდით აქედან? თუმცა პირიქით, ჩვენ დავცინებდით, რანდენი იძახდა აქ სკამს გახეხავსო და რამდენს გაუხარდებოდა ვინ იცის.
თურმე გაუკვირდათ თავისი ქვეყნის პრესა რომ ამხნევებს ფეხბურთელს. ჩვენთან იშვიათია და იმიტომ :)
!!
22 სექტემბერი 2022 19:04
2
სწორედ შენიშნე. ამხნევებენ თავისიანს. არაა ცუდი მოთამაშე. გაიხსენეთ იმ ფინალში მთავარი ფიგურა იყო. გოლი მან შექმნა. მაგრამ ახლა ეს წარსულია. რომ არა ხვიჩა ათამაშებდა ალბათ სპალეტი. მაგრამ ბევრი უკლია ხვიჩამდე
ვანჩოპე
22 სექტემბერი 2022 21:14
0
ელმასი რომ ისეთი მოვლენა იყოს როგორიც ხვიჩა და ისეთ ამბებს ატრიალებდეს ესეთი აღიარება ქონდეს, შურით ტ----- ზე არ გავსკდებოდით და მაგხელა პრეტენზიები არ გვექნებოდა. ხვიჩა უწყობს კარიერას მაგ ელმასს და კიდე ბევრს ნაპოლიში და მადობელი იყვნენ
Qartveli.
22 სექტემბერი 2022 22:24
0
ანუ რაო ? ელმასი ხვიჩას ჯობია და სპალეტი ჩაგრავსო ?? კიპიანი იგრაეტ ვ სტილე გავრილოვა-ო გამახსენდა DDD
zura222
22 სექტემბერი 2022 18:44
2
უი უი თქვე უბედურებო )))
ტოტტი
22 სექტემბერი 2022 18:35
3
ესენი მგონი რუსებზე უარესები არიან, სკოპიეში 3:0 რომ მოგარჭვეთ, ის არ გეყოთ დასამტკიცებლად, ელმასი ჯობია თუ კვარა? ესენი რა უჯიშოები არიან?...
ამათი...
22 სექტემბერი 2022 18:52
4
Skopiemdec gaixsene zma makedonia elmasi iyo zustad im gundshi samwuxarod xvica ar tamashobda
0-1
22 სექტემბერი 2022 21:47
0
ჩრდ. მაკედონია უფრო დიდი ერია ვიდრე საქართველო, უფრო დიდი საფეხბურთო ერი განსაკუთრებით. ეგ მაგათ კი არ გაუმართლათ 2020 ში ვირუსის გამო და ცარიელი ტრიბუნების გამო ხვიჩას გარეშე რომ მოგვიგეს, ეგ ჩვენ გაგვიმართლა მაკედონიაში მათსავე სახლში 3-0 რევანშით რომ მოვიგეთ. და ეხლა ეგენი იმსახურებენ "რევანშს" საქართველოში. ელმასი ნაპოლის ძირითადში უნდა თამაშობდეს, ხვიჩა სკამზე უნდა იჯდეს. გორან პანდევმა კალაძეზე მეტი ლიგა მოიგო. ალექსანდრე მაკედონელი ჩრდ. მაკედონიელი იყო. და ა.შ. და ა.შ. ხვალ გაბრწყინდება მაკედონიის მზე და ოლიმპზე, ევერესტზე აღოღებულ მაკედონიელ ტილებს მიწას მოსწყვიტავს და ვარსკვლავებად ააკაშკაშებს!
Tsagarelis prognozi.
22 სექტემბერი 2022 22:09
9
ვერ გაიგო ამ ხალხმა სარკაზმი და რა გინდა რომ ქნა...
Tazo
23 სექტემბერი 2022 10:04
0
ვაი შენს პატრონს შენსას
დადუ
23 სექტემბერი 2022 01:39
1
ყველა გამოხმაურება
ნახეთ როგორ ამხნევებს მაკედონური პრესა ელმასს. კბილებით დაიცავენ ყველასთან, ჩვენსავით კი არ მოიქცევიან, ყველაზე საუკეთესო ვინც გვყავს მანდამაინც იმის განადგურებას რომ ვცდილობდით სულ რამდენიმე თვის წინ.
აგერ საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ორმა ჟურნალისტმა (სახელს და გვარს არ დავასახელებ) სამეულშიც არ შეიყვნა ხვიჩა. კი ბატონო თავისუფალი ნებაა, ვისაც უნდა იმას დაასახელებენ მაგრამ ტეხავს უბრალოდ, რომ ჯიბრზე არის გაკეთებული და არა პროფესიონალურად. პატარა კაცის სინდრომის მიხედვით გაკეთებული არჩევანი ხვიჩას ვერაფერს დააკლებს, მაინც გულატკენია...
ვულოცავ და ძალიან მიხარია მამარდაშვილმა რომ გაიმარჯვა, თუმცა სამეულშიც რომ არ შეიყვან კვარაცხელიას და სპორტში გარკვეული გქვია ტეხავს ძაან :)
Thomas
22 სექტემბერი 2022 20:45
1
ვიცი რომ წინა სეზონის იყო და მამარდას ეკუთვნოდა გამარჯვება. მაგრამ შვედეთს რომ დუბლს შეუსრულებს იმ კაცს სამეულშიც რომ არ მოახვედრებ ეგ ტეხავს მხოლოდ:)
Thomas
23 სექტემბერი 2022 07:16
0
ეგ როგორც მე მოვისმინე წინა სეზონის შეფასება იყო და ჯერ ხვიჩა გადასულიც არ იყო ნაპოლიში. მამარდა ხომ ფინალში გავიდა ლა ლიგის და ამიტომ დაასახელეს, თანაც სილესენი ამოაგდო ძირითადიდან.
G.LA
23 სექტემბერი 2022 01:17
2
ყველა გამოხმაურება
სულ დაჩაგრული და გალახულის პოზიციიდან რატო ვიყურებით ვერ ვხვდები , აღარ მოგბეზრდათ? ჯერ რო მაკედონიიის გეშინია მაშინ გერმანიას რო შეხვდე ან ინგლის მაშინ რაღა უნდა დაგემართოს? ან სულ იმის შიში რო დაგვამტვრევენ, გაგვლახავენ, იმას გვიზენ ამას გვიზენ, აღარ მოგბეზრდათ ეს მშიშარა თაგუნიას როლში ყოფნაა??? ცოტა გამოფხიზლდით, მასე იმათმა იფიქრონ რო კვარცხელიას კონკურენტი ელმასია და კარგი იქნება თუ ქართველები მიამტვრევენ კოჭებს , ასე უფრო ნაკლები კონკურენტი ეყოლება ნაპოლიში და გზა გახსნილი ექნება ! ასე რო ვილაპარაკოთ ვერააა??? რაღა ჩმორის პოზიციიდან მსჯელობთ ? აღარ დაიღალეეეთ ეს 30 წელია კნავილი მესმის , !
Vasili
23 სექტემბერი 2022 09:51
4
აბ ბიჭებს არავისი შეეშინდებათ, რადგან ეს თაობა იყო, 21 წლამდელებს ვგულისხმობ, რომლებმაც ინგლისს მოუგო 3:2! გაისად ძალიან შორს წავლენ ღვთის წყალობით ევროპის ჩემპიონატზე ისე, როგორც არასდროს!
ლაშა
23 სექტემბერი 2022 12:01
0
საქმეს პროფესიულად უნდა მიუდგნენ ბიჭები. სწორედ ეს პროვოკაციებია ზოგ შემთხვევაში დამღუპველი!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 19:37
0
წარმატებები ელმასს, ითამაშეთ რაც შეგიძლიათ იმის მაქსიმუმი, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვითამაშებთ და ვნახოთ რა გამოვა
უვიცი
22 სექტემბერი 2022 18:27
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული