"კვარა" ანგრევს ევროპას, მან უკვე აჯობა რონალდოს, მბაპესა და მოდრიჩს" - რუსები საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩაზე წერენ

AutoSharing Option
რუსული Championat.com საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურება და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ამომავალ ვარსკვლავს ერთა ლიგაზე 5 გოლი მოუგროვდა, რითაც მხოლოდ ალექსანდრ მიტროვიჩსა და ერლინგ ჰალანდს ჩამორჩა.

"კვარას" გოლს პლუს ასისტში 5+3 შედეგი აქვს დაფიქსირებული, რითიც კოსოვოელ ვადატ მურიქისთან 1-2 ადგილებს იყოფს და ამ ნიშნულით მან ერთა ლიგაზე ლეგენდარულ ფეხბურთელებს აჯობა, რაზეც Championat წერს:

"კვარადონა" არამარტო ბრწყინვალედ თამაშობს "ნაპოლიში", არამედ ის საქართველოს ნაკრების ლიდერიცაა. 26 სექტემბერს ქართველებს გიბრალტართან მატჩში ქულა აძლევდათ ხელს, რათა B ლიგაში გადასულიყვნენ, თუმცა 2:1
გაიმარჯვეს, ხვიჩამ კი პენალტით გოლი შეაგდო და ეს ერთა ლიგაზე მისთვის მეხუთე აღმოჩნდა.

ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ნორვეგიის ნაკრების ფორვარდ ერლინგ ჰალანდსა და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელ ალექსანდრ მიტროვიჩს 1 ბურთით ჩამორჩა. 

გოლს პლუს ასისტში კი ხვიჩა საუკეთესო გახდა! შეგვიძლია, ვთვქათ ერთ-ერთი საუკეთესო რადგან ის კოსოვოელ ვადატ მურიქისთან 5+3 სისტემით 1-2 ადგილებს ინაწილებს.

"კვარამ" უკან ჩამოიტოვა ისეთი მონსტრები, როგორებიც კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი და კილიან მბაპეა!

ხვიჩა 21 წლის ასაკში ანგრევს ევროპას და დიდ დაპირებას იძლევა! წინ კი სეზონის მეორე ნაწილია", - წერს გამოცემა.

altვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

alt"კვარაცხელია და ინსინიე ისე განსხვავდებიან, როგორც დღე და ღამე" - "პალერმოს" ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 12 /
კოსოვოელი ვადატ მურიქისთვისაც რომ ეჯობნა, "გაასწორებდა".
ქიტესა
10:23 04-10-2022
0
ფრთხილად იყავი ე მანდ ნანგრევებში არ მოყვე.
mixo
14:34 01-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული